x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
,,ისინი რომ სირიელი, მუსულმანი ბავშვები არ ყოფილიყვნენ…. რას წერს თურქული პრესა მომხდარ ტრაგედიაზე?!
“ისინი რომ სირიელი, მუსულმანი ბავშვები არ ყოფილიყვნენ…. ისინი რომ ფრანგები, ინგლისელები ან გერმანელები ყოფილიყვნენ… ან თუნდაც ზღვის ცხოველები ყოფილიყვნენ, დღეს “CNN“ “BBC“ “REUTERS, , და სხვა ტელევიზიები, სააგენტოები პირდაპირ ეთერებს ჩართავდნენ… სამოქალაქო სექტორი ჩაერთვებოდა და მთელი მსოფლიო ფეხზე დადგებოდა… მაგრამ რადგან ეს ბავშვები სირიელი მუსულმანები არიან… მსგავსი საშინელება ისევ გაგრძელდება… ორპირა დასავლეთი!“ ამ წარწერებით გავრცელდა ფოტოები თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში, რომელიც 2 სექტემბერს თურქეთში ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყულ, დამხვრჩვალ ლტოლვილ ბავშვებს ასახავს… იმ ბავშვებს, რომლებიც მშობლებთან ერთად საკუთარ ქვეყანაში ომს, სიკვდილს და შიმშილს გამოექცნენ, თუმცა სიკვდილმა გზაზე უწიათ…


image


სირიის მოქალაქები ბოდრუმიდან უკანონოდ ცდილობდნენ საბერძნეთში გადასლას.

ამასობაში დატრიალდა ტრაგედია. ორი ნავი ჩაიძირა და დაიღუპა 12 ადამიანი,


აქედან 5 ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამ ტრაგედიას გადაურჩა 9 კაცი, ხოლო 2ს დღემდე

ეძებენ. 3 წლის აილანის და 5 წლის გალიპის სხეულების დანახვაზე, ლამის

მთელი ბოდრუმი ტიროდა....


image


დილის საათებში აკიების უბნიდან რეზინის ნავით, 16 არალეგალი დაიძრა

საბერძნეთის კუნძულ, კოსისკენ. ნავი ცუდი ბედისწერის თანახმად ჩაიძირა.

ამ ტრაგედიას 8 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა

დანარჩენი არალეგალების გადარჩენა დროულად მოახერხეს. გარდაცვლილების

ცხედრები გადარჩენილების თვალწინ გამოიყვანეს.


image


როგორც ზემოთ ვახსენეთ არალეგალების ორი ნავი ჩაიძირა. პირველ ნავზე 16 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 8 გადარჩა, ხოლო 8 დაიღუპა. ამ ტრაგედიას იმავე

დღეს მოყვა კიდევ ერთი ტრაგედია, რამოდენიმე საათში, 4 არალეგალი, არაკანონიერად

პირველი ნავის მსგავსად ცდილობდა საბერძნეთში გადაპარვას. მაგრამ ბედისწერამ

არც მეორე ნავი დაინდო, როგორც პირველი ნავი მეორეც ასევე ჩაიძირა! მეორე

ნავში 4 არალეგალიდან 3 ბავშვი იყო, რომლების ასაკები, მხოლოდ 8 წლამდე

იცვლებოდა. ერთი კი დედა იყო ამ ბავშვებიდან ერთ-ერთის!

გარდაცვლილების ცხედრები სანაპიროზე გამოირიყა დილის 06 : 00 საათზე.


image


გარდაცვლილის ახლობლებმა ნერვული შეტევა განიცადეს, მითუმეტეს 3 წლის აილანის

და 5 წლის გალიპის ოჯახის წევრებმა.....



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




1
432
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
432
  
2015, 4 სექტემბერი, 11:59
ვაიმე, ცუდად გავხდი ამ ფოტოების ნახვაზე:(( საშინელებაა... რა შუაშია აქ მუსულმანი, ქრისტიანი, ბუდისტი თუ საერთოდ ათეისტი? რელიგია, რაც სიმშვიდის და სიყვარულის გარანტი უნდა იყო დღეს სიძულვილის და ომის საბაბი ხდება....როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი და როდის უნდა გაიგოს ყველამ, რომ უბრალოდ ადამიანობა ყველაზე ჭეშმარიტი რელიგიაა. :(((
0 1 1