x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რუსუდან შარაძე – ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი რომ არა, სააკაშვილს ვერ მოვიშორებდით!
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული გურამ შარაძის ქალიშვილი,

რუსუდან შარაძემ სოციალურ ქსელში, facebook.com-ზე განცხადება გამოაქვეყნა.

ნახეთ განცხადება სოციალური ქსელიდან უცვლელად:


image



„ყველანაირ კრიტიკას მივიღებ, გარდა უტაქტო, უზრდელური გამონათქვამებისა. აგრეთვე, არ მივიღებ ლოზუნგებს. ველოდები, რაში ხედავთ გამოსავალს, კონკრეტულად, რა გავაკეთოთ ჩვენ, ხალხმა?!
ჩემი აზრით, ხშირად გვერევა და ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ - „მინდა, რომ იყოს" და „არის". ამასთან, ხშირად, გვავიწყდება - „რა იყო". აქედან მოდის თავი და თავი აბლაბუდის. ფსიქოლოგიურ სიღრმეებში სვლების მეცნიერული ცოდნა არ მყოფნის, ადვილი ენით, საკუთარ მაგალითზე მოგახსენებთ:


image


მინდა, რომ იყოს - ჩემი ქვეყანა გაბრწყინებული, დალხენილი, განათლებული, სუფთა ბიოგრაფიის პოლიტიკოსებით სავსე... არ იყოს დამოკიდებული იმპერიებზე, თავად წყვეტდეს როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხებს. ვერავინ ბედავდეს ჩარევას და აქედან გამომდინარე, 2012 წლის ოქტომბერშივე, სამართალს პური ბოლომდე ნაჭამი ჰქონდეს...
არის - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
იყო - მგონი ზედმეტია მოყოლაც! ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი რომ არა, პირადად, მე შეგუებული ვიყავი, რომ სააკაშვილს მიხრწნილებამდე ვერ მოვიშორებდით.


მიჩნდება კითხვები:


image


რას ვაკეთებ მე, ერთი კაცი, იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მინდა?
- რა შედეგიც იქნება, იმის მიხედვით, სხვამ შეაფასოს.
შემიძლია იმაზე მეტი, რასაც ვაკეთებ?
- ალბათ, კი.
რას აკეთებს სხვა, როგორც აქ ბევრი წერს, „საუკუნის მკვლელობის" გამოსაძიებლად?
- ავიღოთ ყველაზე უარესი - ვთქვათ, ხელისუფლებას და პროკურატურას დრო გაჰყავს.
რას აკეთებენ დანარჩენები?
- „ალდაგი" ანადგურებს ინფორმაციას და ამით, ჯერჯერობით, ვერ დგინდება ფირზე გამოსახული მკვლელის ზუსტი სიმაღლე.
- უმნიშვნელოვანესი მოწმეები იმალებიან.
- არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს (აქ თითოოროლას არ ვგულისხმობ) და ა.შ... სულ არ აინტერესებთ დახვრეტილი მამაჩემი და ცოცხლად განადგურებული გიორგი ბარათელის ბედი.
- ხალხს ვეძახი, მოდით, ყველას ერთად ვანახოთ მუშტი-მეთქი და დაპირებების მიუხედავად, სულ ის ვართ ხოლმე, ვინც ამდენი წელია ვიკრიბებით.
ყველა შემოგვჩერებია მე და პროკურატურას! აბაა? ვისი აჯობებს?!
ვცდები? ვიკამათოდ „ცივილურად", ანუ ცივილზებულად.
„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!", - წერს რუსუდან შარაძე.


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
550
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0