x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რომ ბევრი ხალი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია?
ხალი- (იგივე ნევუსი) კანზე არსებული შემოსაზღვრული პიგმენტური ლაქაა. ის პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს და კანის განვითარების ანომალიად მიიჩნევა. ხალი, ჩვეულებრივ, გამოვლინდება ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში, ასევე ჩნდება ორსულობის დროს. მისი მიზეზია მელანოციტების (პიგმენტური უჯრედების) გადანაცვლება ქსოვილების სიღრმიდან კანის ზედაპირისაკენ. მისი მიკროსკოპული შენება და გარეგნული სახე საკმაოდ მრავალფეროვანია. ხალი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ-ნაკლებად წამოწეულ მოყავისფრო-მოშავო ოვალური ან მომრგვალო ფორმის ლაქას. მისი ზედაპირი უმეტესად გლუვია, ხშირად მეჩხერადაა დაფარული თმის ღერებით. ზოგიერთი ხალი თითქმის შეუმჩნეველია, ზოგის ზომა 1.5-2 სანტიმეტრს და მეტსაც კი აღწევს. თუ ხალი კოსმეტიკურ პრობლემას არ ქმნის, მას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მათზე დაკვირვება აუცილებელია, რათა არ გამოგეპაროთ მათი მელანომად გადაგვარება.


image

მე–18 საუკუნეში ხალი მოდას წარმოადგენდა. მშვენიერი ქალბატონები და მათი დახვეწილი კავალერები იხატავდნენ ხალს სახეზე სპეციალური ფანქრის გამოყენებით, თუმცა ბევრის შემთხვევაშიც ხალები ბუნებრივადაც მიმზიდველ ადგილებში ვრცელდებოდა. ბევრმა თქვენგანმა კი ალბათ არც იცოდა აქამდე, რომ ბევრი ხალი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია.


image



ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალები ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს, რომელბსაც 100-ზე მეტი ხალი აქვთ, ძვლებიც უფრო მტკიცე აქვთ. ასეთ ადამიანებს ნაოჭებიც გვიან უჩნდებათ, რის შედეგადაც რეალურ ასაკთან შედარებით 7 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან, წერს The Sunday Times-ი. სხვა უპირატესობებს შორის არის განვითარებული კუნთები, ჯანმრთელი თვალები და გული. გენეტიკოსი ტიმ სპექტორი აცხადებს: "ხალებს დღემდე ყველა იგნორირებას უკეთებდა. თუმცა ჩვენ ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ძალინ ბევრი ხალი აქვთ და 60 წლის ასაკში რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან. ცნობილია, რომ ხალი იმ უჯრედების სწრაფი დაყოფის შედეგია, რომლებიც მუქი ფერის პიგმენტებს გამოიმუშავებენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. საშუალო ასაკში ისინი ხშირად ქრება, თუმცა ზოგს ხალები მთელი ცხოვრება უმრავლდება". კვლევის დროს ბრიტანელმა მეცნიერებმა 1200 ტყუპი ქალი შეისწავლეს, მათი ასაკი 18-დან 79-მდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც 100-ზე მეტი ხალი ჰქონდა, დანარჩენებთან შედარებით ოსტეოპოროზის (ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს) მიმართ 50%-ით ნაკლებ მიდრეკილებას ავლენდნენ. საქმე ის არის, რომ ხალიანი ადამიანი დიდი რაოდენობით სისხლის თეთრ უჯრედებს გამოიმუშავებს, რომლებსაც გრძელი ტელომერები აქვთ და რაც უფრო გრძელია ტელომერი, ადამიანი მით უფრო ნელა ბერდება.


image



ასევე ამბობენ იმასაც, რომ ხალების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს მეპატრონის შინაგან თვისებებს. მაგალითად: მაცდური ხალი მდებარეობს თვალების ზონასთან ახლოს. ასეთი ხალი ჩვეულებრივ მაცდურ ქალებს უჩნდებათ სახეზე.

image

image


ხალი ყელის ზონაში ნიშნავს, რომ ადამიანი საკმარისად ამბიციურია, ენერგიულია და ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა.

image




ხალი შუბლის მარცხენა მხარეს მიუთითებს სუსტ ნებისყოფაზე. ადვილად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ და ესწრაფვის უთავბოლო და უცნაურ საქმეებს.

image




ხალი მარცხენა ლოყაზე მოწმობს იმ ფაქტს, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა დაძლიოს სირთულეები.

image



ხალი, რომელიც მარჯვენა ლოყაზე აქვს ადამიანს, პირდება წარმატებებს და გამართლებას.

image





ხალი, რომელიც ტუჩთანაა ახლოს ეკუთვნის კარგი ხასიათის ადამიანს.ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგს უსურვებს სხვებს.

image

11
5589
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5589
  
2018, 12 სექტემბერი, 0:36
უბრალო, თავმდაბალი და მხიარული ხარ და მემგონი, კარგი თვისებებია, შორე
2018, 12 სექტემბერი, 0:20
მაცდური ხალი მდებარეობს თვალების ზონასთან ახლოს. ასეთი ხალი ჩვეულებრივ მაცდურ ქალებს უჩნდებათ სახეზე.
ხალი, რომელიც ტუჩთანაა ახლოს ეკუთვნის კარგი ხასიათის ადამიანს.ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგს უსურვებს სხვებს.
ხალი, რომელიც მარჯვენა ლოყაზე აქვს ადამიანს, პირდება წარმატებებს და გამართლებას.
მაკა ვიღომ ასეტი კარგი ვარ?
:)
2018, 12 სექტემბერი, 0:16
დამალული ხალები იმას ნიშნავს რომ ლამაზი ქმარი გეყოლებაო ასე მეუბნებოდენ ბავშვობაში :)
2018, 11 სექტემბერი, 22:48
ზღაპარია...
2016, 29 ივლისი, 14:58
საფეთქელთანაც მაქვს, ყელის ზონაშიც, ტუჩთანაც, მარცხენა და მარჯვენა ლოყაზეც :))
2016, 12 ივნისი, 16:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 17 აპრილი, 18:29
ყელზეც მაქვს და მარცხენა ლოყაზეც, რაც მე ხალები მაქვს პუმას დავემსგავსები ალბათ
2015, 3 სექტემბერი, 16:52
ნაან :*:*
2015, 3 სექტემბერი, 16:33
როგორ მიყვარს შენი სტატიები :)
2015, 3 სექტემბერი, 12:26
მადლობა ალექს ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10