ისტორია როგორი იყო საზღვარგარეთ გაყიდული საბჭოთა ავტომობილები 2015, 1 სექტემბერი, 17:22 ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ საბჭოთა ავტომობილების ექსპორტი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გადიოდა, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ფინეთი-ჯერ კიდევ 1948 წლიდან ფინური სავაჭრო ფირმა Konela იყო დაკავებული საბჭოთა ავტომობილების იმპორტით, მათ შორის:"მოსკვიჩი", "პობედა" სატვირთო ГАЗ‑51, მოგვიანებით МАЗ-იდან დაწყებული და "ზაპოროჟეცით" დამთავრებული.1960 -75 წლებში ამ ქვეყანაში გაიყიდა 6500 ავტომობილი. ფინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი საბჭოთა"ჟიგული" 12 647 ცალი გაიყიდა. 1-Lada 1200 LS-ფინური ვარიანტი, ორი სარკით, სავარძელზე თავის მისადებით და ფარების გამწმენდით. 2-ფინური "იჟი"-პიკაპი დაგრძელებული ძარით. 3-ფინური "08" და "ნივა"-კაბრიოლეტები. 4-კამაზ--Ajokki-საბჭოთა-ფინური გადასაადგილებელი მოძრავი სატელევიზიო სადგური. 5-საბჭოთა-ფინური მაღატექნოლოგიური რეანომობილი РАФ‑2203 Tamro 6-ბრიტანული პიკაპი "მოსკვიჩ"-434.საექსპორტო ვარიანტებს დამატებით ჰქონდა ქრომირებული დეტალები და მოდური სარკეები.ელიტურ ბელგიურ "მოსკვიჩ"-408-ს უფრო მძლავრი 52ც/ძ.-ის Perkins-ის ძრავა ედგა. 7-საქსპორტო "ვოლგა" ГАЗ‑21 და ГАЗ‑22-ში 1962-68 წლებში ჩამონტაჟებული იყო Rover-ის დიზელის ძრავა(65ც/ძ) და Peugeot-ის ოთხ საფეხურიანი სიჩქარის კოლოფი. ამასთანავე ბელგიაში იწყობოდა მარჯვენა საჭიანი "ვოლგები" რომლებიც, სინგაპურის, ინდოეთის და პაკისტანის ბაზრისთვის იყო გათვალისწინებული. "გორკის" ქარხანაში ჯერ კიდევ 1962 წელს დაამზადეს ნისლიანი ალბიონისთვის მარჯვენა საჭიანი "ვოლგები", თუმცა გასავალი მწირი იყო.ბევრად უფრო პოპულარული გამოდგა ბრიტანეთში მარჯვენა საჭიანი "მოსკვიჩი"-412, რომელიც თავიდან, 1969 წელს 300 ცალი გაიყიდა, ხოლო უკვე 1973 წელს 3692! ფოტოზე:ასეთი იყო "ვოლგა" იტალიაში(ატელიე Ghia) 8-80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში მოსკვიჩ-2141-ის ექსპორტს ანხორციელებდა გერმანიაში და საფრანგეთში, საზღვარგარეთული ნიშნით aleko 141, ან Aleko S ან SL.აღჭურვილი 60ც/ძ-იანი Ford-ის დიზელის ძრავით, თუმცა ექსპორტი ჩაფლავდა.მაგალითისთვის საფრანგეთში 1990-93 წლებში სულ 769 ცალი aleko 141 გაიყიდა. 9-რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარული მსოფლიო ბაზარზე "ლადა" იყო.ВАЗ-ის ავტოპროდუქტი საკმაოდ კარგად იყიდებოდა დასავლეთ ევროპაში და ავსტრალიაშიც კი.რა თქმა უნდა საექსპორტო ავტომობილები მოდერნიზებული იყო. ფოტოზე: მოდერნიზებული "ნივა"(სხვადასხვა ვარიანტი) კანადური ბაზრისთვის. 10-საბჭოთა "უაზის" საზღვარგარეთული სახელწოდება იყო Explorer-ი. UAZ Marathon-ის ძრავა Peugeot-ის 76ც/ძ-ით იყო აღჭურვილი, ხოლო მოდიფიცირებულ ვარიანტი Fiat-ის 112 ც/ძ-იანი ბენზინის ძრავით. ამერიკულ ვარიანტში(UAZ of America ) "უაზს" General Motors-ის 184ც/ძ-იანი ძრავი ჩაუდგეს. 6181 11-ს მოსწონს
|