ტროპიკული ტყეების გაჩეხვამ 50 პროცენტით გაზარდა მალარიით დაავადებულთა რიცხვი.
ასე ამბობენ მეცნიერები, რომლებმაც ბრაზილიის 54 რეგიონში შეისწავლეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თანამგზავრიდან გადაღებული ტყის გაჩეხვის დამადასტურებელი სურათები.
ამ რეგიონებში მალარიის მთავარი გადამტანი აღმოჩნდა კოღოს ერთი სახეობა (Anopheles darlingi) ტყის მასივის გაჩეხვის შედეგად წარმოქმნილი ტრიალი მინდვრები და ნაწილობრივ მზის გულზე მდებარე გუბურები ამ სახეობის იდეალური საარსებო გარემოა.
მალარიით დაავადებულთა შემთხვევები იზრდება იმ ადგილებში, სადაც ტყე მასიურად ნადგურდება.
ასე რომ ძვირფასო მკითხველნო, მოვუბრთხილდეთ ბუნებას და ტყის გაჩეხვას ნუ ექნება მასიური სახე.