x
image
ნანუშკი ნანა
როგორ გამოიყურება ფინჯანი ყავა სხვადასხვა ქვეყნებში
წარმოიდგინეთ არომატული ყავა რომლის სიტყვებით გადმოცემაც კი გაგიჭირდებათ. სხვადასხვა ქვეყნებში დილა სწორედ ყავით იწყება, და ყველა ქვეყანას თავისი საიდუმლოებები აქვს ამ მშვენიერი სასმელის მოსამზადებლად. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.


ყავა კვერცხით (ვიეტნამი)


image


ყავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხის გული, შესქელებული რძე და ცხელი ყავა.



ლაპლანდიური ყავა (ფინეთი)


image


ჭიქაში თავდაპირველად აგდებენ ლაპლანდიურ ყველს და შემდეგ ასხავენ ყავას.


რომაული ესპრესო (იტალია)


image


ესპრესო ლიმნის ნაჭრით, სანამ ყავას მიირთმევთ ლიმნის ნაჭერერი ჭიქის ფსკერზე ან კედელზე მიაწურეთ.


ლაგრიმა (არგენტინა)


imageრძის ნაღებს და ქაფს ემატება რამოდენიმე წვეთი ძლიერი ყავა, სხვანაირად რომ ვთქვათ ეს რძეა ყავით.


ბონბონ (ესპანეთი)


imageეს ესპრესოა შესქელებული რძით.


ყავა სანელებლებით (მაროკო)


imageნარევი სანელებლების- როგორიცაა სეზამის თესლი, შავი პილპილი და ყავის მარცვლები ერთად იფქვება და გამოდის მართლაც ძლიერი ყავა.


ყავა ჩაით (ჰონკონგი)


imageპირველივე ყლუპზე ხვდებით რომ რაღაც სხვას სვავთ და ეს სასმელი ძალიან შთამბეჭდავია. 4 პაკეტი ჩაი, პილპილი, შესქელებული რძე, 2 პორცია ყავა.


ფრაპე (საბერძნეთი)


image

ყავა, შესქელებული რძე, ყინულიანი წყალი და აი გამოვიდა ბერძნული სახელგანთქმული frappé.


ფარისეველი (გერმანია)


imageეს სასმელი გერმანიაში მოიგონეს რათა ალკოჰოლი კარგად შეენიღბათ. ჩვეულებრივ ყავაში იყრება ნაღების ბურთულები, რომლებიც სავსეა რომით.


ტოუბა (სენეგალი)


imageმოხალვის დროს ყავის მარცვლებს ემატება გვინეას პილპილის მარცვლები, ყავა მზადდება ჩვეულებრივ სხვა გაფილტრული ყავის მსგავსად .



ყავა ნივრით და თაფლით (თურქეთი)


imageეს ნაზავი თურქეთის პოპულარული სასმელია.


ყავა ფორთოხლით (იამაიკა)


imageაიამაიკა თავის მხრივ ასოცირდება რომთან, ამიტომ გასაკვირი არაა რომ ისინი ყავაში ამ სასმელს აზავებენ და შემდეგ ფორთოხალთან ერთად მიირთმევენ .




პ.ს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ყავა და გემრიელად მიირთვით :)





0
166
6-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0