ბრიტანელებმა 475 ცხ.ძ. -ის მქონე LR Defender -ი ააწყეს
შესაძლოა თქვენ უკვე იცნობთ ბრიტანული კანტორა Kahn -ის LR Defender -თან დაკავშირებულ ნამუშევრებს. ადგილობრივ ბაზარზე არიან სხვა სპეციალისტებიc, რომლებიც ამ ავტომობილზე მუშაობენ. მაგალითად, კოვენტრიში ბაზირებული JE MotorWorks, რომელმაც წარმოგვიდგინა ახალი კომპლექსური გაუმჯობესებები.
სტანდარტულ V8 2, 2 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა ჩაანაცვლეს 4, 7 ლიტრი მოცულობის ძრავით. JE MotorsWorks -ში ასე ადრეც გააკეთეს, მაგრამ მაშინდელი ძრავის სიმძლავრე შეადგენდა 450 ცხ.ძ. -ას, ხოლო ახლა კი 475 ცხ.ძ. -ას.
პროექტმა მიიღო სახელწოდება Zulu2. LR Defender -ზე მუშაობა შეეხო არა მარტო მის ძალურ აგრეგატს, ასევე მის ვიზუალსაც. აღიჭურვა ახალი ოპტიკით, სალონში შეიცვალა სავარძლები და მოპირკეთდა ორი ფერის ტყავით. ასევე ავტომობილმა მიიღო 18 დიუმიანი დისკები, სხვა გამოსაბოლქვი სისტემა, 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი… ერთი სიტყვით ყველაფერი ლამაზი სიცოცხლისთვის. რას იტყვით? მოგწონთ?