კოლექციები ქალის ყველაზე ძვირადღირებული თეთრეულის TOP - 10 2015, 1 სექტემბერი, 13:22 10. ერთგულების ქამარი უვე კოეტერისგან (Uwe Koetter Chastity Belt) – 20 000 დოლარი ეს ქამარი სამხრეთაფრიკელმა დიზაინერმა 2002 წელს შექმნა კეიპტაუნელი ბრიტანელი კლიენტისთვის. ამ უკანასკნელის ვინაობა ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, ის მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რადგან ქალს, ასეთი რამის შეკვეთა, აზრადაც არ მოუვიდოდა. ქამარი მთლიანად ოქროსია, ხოლო მისი ზედაპირი, ალმასებით და მარგალიტებით არის გაფორმებული. 9. ქალის ოქროს თეთრეული ქ. შენიანიდან (Shenyang), ჩინეთი – 26 000 დოლარი ეს ოქროს კომპლექტი წარმოდგენილი იყო ქალის თეთრეულის გამოფენაზე 2007 წელს. მის შესაქმნელად, 4 იუველირი 4 თვის მანძილზე მუშაობდა და ნაკეთობაზე 950 გრამი ყვითელი ოქრო დაიხარჯა. 8. ბრილიანტის ბიუსჰალტერი ORRA ანამიკა ხანისგან (Anamika Khanna) – 1, 3 მლნ. დოლარი ეს ბიუსჰალტერი ინდოელი დიზაინერის და ალმასების მომპოვებელი კომპანიის «Orra» - ს თანამშრომლობის შედეგია. ის 2010 წელს შეიქმნა ბელგიური ბრილიანტებით და მის შექმნაზე, დიზაინერი და მისი დამხმარე ჯგუფის წევრები, 6 თვის მანძილზე მუშაობდნენ. 7. ბრილიანტის ბიუსჰალტერი, ალმოდებული გული ვიქტორია სეკრეტისგან (Victoria’s Secret) – 6, 5 მლნ. დოლარი ეს ბიუსჰალტერი ვიქტორია სეკრეტის 2006 წლია კოლექციიდან არის. მისი ცენტრალური ნაწილი 10 კარატიანი ბრილიანტის გულსაბნევით არის გაფორმებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი, 2000-ზე მეტი, შედარებით, პატარა ზომის ბრილიანტებით მოოჭვილი. მის შექმნაზე, 2 წლის მანძილზე, 300 კაცზე მეტი მუშაობდა. 6. ბიუსჰალტერი ათასწლეული ვიქტორია სეკრეტისგან (Victoria’s Secret) – 10 მლნ. დოლარი "ათასწლეულის ბიუსჰალტერი" წარმოდგენილი იყო 1999 წელს, საუკუნეების გასაყარისადმი მიძღვნილ წვეულებაზე. ბიუსჰალტერი შექმნილია 2000-ზე მეტი ბრილიანტით და საფირონით, რომლებიც პლატინაში არის ინკრუსტრირებული.
მე-6-ე ადგილზე არის ვიქტორია სეკრეტის კიდევ ერთი ნამუშევარი - «ვიქტორია სეკრეტის ბიუსჰალტერების ვარსკვლავი», რომელიც მან საზოგადოებას 2002 წელს წარუდგინა. ბიუსჰალტერი 320 გრამს იწონის და 1 150 ლალის და 1 600 ზურმუხტის ქვას შეიცავს. 5. ბიუსჰალტერი - სექსუალური ფანტაზია (Victoria’s Secret Very) – 11 მლნ. დოლარი «ძალიან სექსუალური» ბიუსჰალტერის დემონსტრირება 2003 წელს მოხდა. მის შესაქმნელად 370 სამუშაო საათი დაიხარჯა, ხოლო მისი ასეთი ფასი იმით არის გამოწვეული, რომ ცენტრში 70 კარატიანი ბრილიანტი აქვს ინკრუსტირებული. 4. ღვთაებრივი ვარსკვლავი ვიქტორია სეკრეტისგან (Victoria’s Secret) – 12 მლნ. დოლარი
1200 ვარდისფერი საფირონით და 90 კარატიანი ბრილიანტის ქვით შექმნილი ბისჰალტერი, 2001 წლის კოლექციიდან არის. 1996 წლიდან მოყოლებული, ამ ბიუსჰალტერის მსგავსი, რამოდენიმე მოდელი იყო შექმნილი, მაგრამ მათი დემონსტრირება არ მომხდარა. 3. სექსუალური ბრწყინვალება ვიქტორია სეკრეტისგან (Victoria’s Secret) – 12, 5 მლნ. დოლარი ეს ბუსჰალტერი 2 900 ბრილიანტს და 22 ლალის ქვას შეიცავს, რომლებიც ინკრუსტირებულებია 18 კარატიან თეთრ ოქროში. ცენტრში ჰკიდია 101 კარატიანი მსხლის ფორმის ბრილიანტი - დიდებული მუავადი (Mouawad Splendor). 2. თეთრეულის კომპლექტი წითელი ფანტაზია (Victoria’s Secret) – 15 მლნ. დოლარი ფენტაზი ჯგუფის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი, რომლის დემონსტრირებაც 2000 წელს მოხდა. ის შეკერილია წითელი ატლასით და გაფორმებულია 1300 ძვირფასი ქვით, მათ შორის, 300 კარატის ტაილანდური ლალის ქვებით. 1. ბრილიანტის «ბიკინი» სუზან როზენისგან (Susan Rosen) – 30 მლნ. დოლარი ეს საცურაო კოსტუმი ჟურნალ «Sports Illustrated»-ის გამოსვლასთან დაკავშირებით შეიქმნა, რომელიც 2012 წლის საცურაო კოსტუმების კოლექციას ეძღვნებოდა. ყველაზე ძვირადღირებული ბიკინის დემონსტრირების პატივი მოლი სიმს (Molly Sims) ერგო. ეს თეთრეული 150 კარატ მაღალი ხარისხის ბრილიანტს შეიცავს. მის ბიკინზე დამაგრებულია 51 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც 31 კარატი ზურმუხტის თვლებით არის ინკრუსტირებული. 765 6-ს მოსწონს
|