სხვა გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 2015, 31 აგვისტო, 15:38 ინტერნეტში გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ სწავლის დაწყება გადაიდება. მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც მორიგი ხუმრობა იყო ფეისბუქ მომხმარებლებისგან. ამ დაუზუსტებელ ფაქტს განათლების სამინისტრო ეხმაურება და თავის ოფიციალურ ''Facebook-page''-ზე წერს: "ახალი სასწავლო წელი 14 სექტმბერს დაიწყება! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება და არ შეესაბამება სიმართლეს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე." 141 4-ს მოსწონს
|