საქართველო მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოს პრეზიდენტობა კვლავ მინდა თუ არა, არ მიფიქრია" 2015, 31 აგვისტო, 9:58 ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
უკრაინულ არხის NewsOne-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ ისურვებდა ოდესმე
ისევ საქართველოს პრეზიდენტობას, ასე უპასუხა: "საქართველოს პრეზიდენტობა კვლავ მინდა თუ არა, ჯერ არ მიფიქრია".
"გულწრფელად მინდა გითხრათ, დღეს ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ეხლა ხანძრიდან მოვდივარ. მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ჩხრეკვა საოლქო საბჭოში და საოლქო ადმინისტრაციაში; ქალაქის მილიციის უფროსი დავიჭირეთ; ამ მოვლენების შუაგულში ვარ და არ მიფიქრია მინდა თუ არა კვლავ გავხდე საქართველოს პრეზიდენტი. მე ამჟამად ვარ ოდესის ოლქის გუბერნატორი. მე ხალხს მივეცი პირობა, რომ ვიმუშავებთ ძალიან მძიმე ფონის გამოსასწორებლად და დღეს მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ოდესის გუბერნატორმა ასევე ისაუბრა ქალაქში მიმდინარე დაკავებებზე: "გუშინ დააკავეს მილიიცის უფროსი, ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით, რადგან სამართალმა გაიმარჯვა, მეკრთამეები არ უნდა იყვნენ პოლიციაში და არც საზოგადოებაში, მათი ადგილი საპყრობილეა." სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩხრეკებს ჩაატარებენ საბაჟოზე, სადაც სრული ქაოსია. 973 9-ს მოსწონს
|