სიახლეები ევროპაში მეხუთე თაობის ამერიკული ავიაგამანადგურებლები – „F-22 Raptors“ -ები ჩაფრინდნენ 2015, 30 აგვისტო, 20:28 გერმანიაში, სამხედრო საავიაციო ძალების ბაზა Spangdahlem-ზე ჩაფრინდა მე-5 თაობის 4 გამანადგურებელი F-22 Raptors, ერთი თვითმფრინავი C-17 Globemaster III და 60 კაციანი ეკიპაჟი. ამ ინფორმაციის შესახებ იუწყება ასევე აფრიკული და ევროპული
სამხედრო საიტები
ამერიკელი სამხედროები გერმანიაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. ზეთანამედროვე გამანადგურებლების F-22 Raptors ევროპაში განლაგება პირველად ხდება და მოწოდებულია გააძლიეროს ნატოს წევრთა და მოკავშირეთა უსაფრთხოება ევროპაში. აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა ევროპასა და აფრიკაში, გენერალმა ფრენკ გორენცმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "„F-22 Raptors - ბის პირველი საწვრთნელი დისლოკაცია იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობებს, რომ გამოსცადონ სხვა ნატოს წევრმა ქვეყნებმა ამ უძლიერესი ავიაგამანდურებლის შესაძლებლობები" გენერალს ალევე იმედი აქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ეს ავიაგამანგურებლები განლაგდება ნატოს სამხედრო ბაზებზეც! ამას გარდა, F-22 Raptors-ს პილოტები შესძლებენ საბრძოლო-საწვრთნელი გაფრენების შესრულებას სხვა თვითმფრინავებთან, როგორებიცაა -- F-!5, ან, F-16 - ერთად". იტყობინება ევროპასა და აფრიკაში აშშ სამხედრო საჰაერო ძალების საიტი. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 383 7-ს მოსწონს
|