სიახლეები ევროპაში მეხუთე თაობის ამერიკული ავიაგამანადგურებლები – „F-22 Raptors“ -ები ჩაფრინდნენ 2015, 30 აგვისტო, 20:28 გერმანიაში, სამხედრო საავიაციო ძალების ბაზა Spangdahlem-ზე ჩაფრინდა მე-5 თაობის 4 გამანადგურებელი F-22 Raptors, ერთი თვითმფრინავი C-17 Globemaster III და 60 კაციანი ეკიპაჟი. ამ ინფორმაციის შესახებ იუწყება ასევე აფრიკული და ევროპული
სამხედრო საიტები
![]() ამერიკელი სამხედროები გერმანიაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. ზეთანამედროვე გამანადგურებლების F-22 Raptors ევროპაში განლაგება პირველად ხდება და მოწოდებულია გააძლიეროს ნატოს წევრთა და მოკავშირეთა უსაფრთხოება ევროპაში. ![]() აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა ევროპასა და აფრიკაში, გენერალმა ფრენკ გორენცმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "„F-22 Raptors - ბის პირველი საწვრთნელი დისლოკაცია იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობებს, რომ გამოსცადონ სხვა ნატოს წევრმა ქვეყნებმა ამ უძლიერესი ავიაგამანდურებლის შესაძლებლობები" ![]() გენერალს ალევე იმედი აქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ეს ავიაგამანგურებლები განლაგდება ნატოს სამხედრო ბაზებზეც! ამას გარდა, F-22 Raptors-ს პილოტები შესძლებენ საბრძოლო-საწვრთნელი გაფრენების შესრულებას სხვა თვითმფრინავებთან, როგორებიცაა -- F-!5, ან, F-16 - ერთად". იტყობინება ევროპასა და აფრიკაში აშშ სამხედრო საჰაერო ძალების საიტი. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 383 7-ს მოსწონს
|