x
ძმის გამო ორ ინდოელ გოგონას გაუპატიურება მიესაჯა

imageინდოეთის ერთ-ერთი სოფლის საბჭომ დებს საჯაროდ გაუპატიურება მიუსაჯა, რადგან მათი ძმა გათხოვილ ქალთან ერთად გაიქცა. მსოფლიო უფლებადამცველები მოუწოდებენ ინდოელ სამართალდამცველებს, არ დაუშვან ეს უსამართლო გადაწყვეტილება და დაიცვან გოგონების უფლებები.
ამჟამად დები და მათი ოჯახი თავს ახალ დელის აფარებს, 23 წლისა და 15 წლის გოგონები დაბალ კასტას მიეკუთვნებიან. უფროსმა დამ განაჩენის გამოტანისთანავე გაავრცელა პეტიცია და მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, დაეცვათ ისინი უსამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისგან. გოგონების ერთ-ერთმა ძმამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ვიჩივლეთ, სოფლელები კვლავ აგრესიულები არიან, ისინი არ გვისმენენ ჩვენ, ისინი არ უსმენენ სასამართლოს, არც პოლიციას.
გაქცეული ძმა 22 წლისაა, ხოლო ქალი 21, მათ სამი წლის მანძილზე ჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ ქალი, როგორც მაღალი კასტის წარმომადგენელი, ოჯახმა ამავე კასტის წევრს მიათხოვა.
გაქცეულები დაბრუნდნენ, როცა გაიგეს, რომ მათ ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა, მამაკაცს დასწამეს ნარკოტიკების გავრცელება და ციხეში გაუშვეს, ხოლო ქალი საყვარლისგან ფეხმძიმედაა და ის მშობლების სალში დაბრუნდა.

0
560
4-ს მოსწონს
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0