x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის

პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის
ამ საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, უამრავი შრომა შეიქმნა და უამრავი სტატია დაიწერა დედამიწაზე შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური მდომარეობის შესახებ. მაგრამ, ჩვენი ცივილიზაცია ისევ წარმოების გაზრდის გზაზე დგას. ეკონომიკის მდგომარეობა ციფრული მაჩვენებლების ზრდით ფასდება და მისი განვითარების ყველა სცენარი ადამიანის საზოგადოებაზე მორგებით განიხილება. არავინ დაფიქრებულა კითხვაზე, თუ ვინ იხდის სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესის განვითარების საფასურს? რა თქმა უნდა პლანეტა. ჩვენ, ყველანი, მისი გულმოწყალებით, კრედიტით ვცხოვრობთ და ვალის დაბრუნებას, არავინ აპირებს. არავინ ზრუნავს დედამიწაზე. ადამიანებმა ცხოვრების ისეთი გზა აირჩიეს, რომ უმოკლეს დროში შეცვალეს ბუნებრივი გარემო და ამ ბოლო დროს გახშირებული სტიქიური უბედურების მიუხედავად, მაინც არ აპირებენ წარმოების ტემპების შენელებას და არჩეული გზიდან გადახვევას. არავის ანაღვლებს ის, რომ:

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8, 6-ჯერ გაიზარდა, წინა საუკუნის 10 წლიან მაჩვენებლებთან შედარებით.

ბოლო 110 წელის მანძილზე მიწისძვრების დროს დაღუპული ადამიანების 31, 5% სწორედ უკანასკნელ 10 წელზე მოდის.

წინა ასწლეულთან შედარებით, გაიზარდა ვულკანების რიცხვის სტატისტიკური მაჩვენებელიც.

1999-2009 წწ. ცუნამების შედეგად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე XX საუკუნის მანძილზე.

ეს მონაცემები, ადამიანების უმრავლესობისთვის, მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი. დედამიწა კი ასეთი გახშირებული სტიქიური მოვლენებით გვაფრთხილებს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებელია, ახლო მომავალში, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

იმისათვის რომ პრობლემა მოვაგვაროთ, ჯერ უნდა დავადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზი. სტატიის დასაწყისში, აღნიშნული იყო რომ სულ უფრო მეტად იზრდება წარმოება. წარმოების გაზრდისას იზრდება მოთხოვნილება ენერგომატარებლებზე, ძირითადად, ნავთობზე. ამ უკანასკნელის ტრანსპორტირება, ერთი კონტინენტიდან მეორეზე, სპეციალური ტანკერებით ხდება, ოკეანეების გავლით.

3, 5 მილიარდი წლის წინ, სიცოცხლე ოკეანეში ჩაისახა და იქიდან მოყოლებული, ოკეანე გამუდმებით ზრუნავს ყველა ცოცხალ არსებაზე, წყალში და ხმელეთზე. ის გვამარაგებს წყლით, ჟანგბადით, არის ტემპერატურის მარეგულირებელი. ოკეანე აყალიბებს კლიმატს დედამიწაზე. ის არის ამინდის შემქმნელი მთელს პლანეტაზე. დღეს თუ სეზონისთვი შეუფერებელი ამინდებია და სტიქიურმა უბედურებებმაც იმატა, იმის ბრალია, რომ მსოფლიო ოკეანეს ზედაპირი იმდენად არის დაბინძურებული, რომ მას უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება.
ოკეანეების ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნავთობით და ნავთობპროდუქტით არის დაბინძურებული.

პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არისგარდა ამისა, მსოფლიო ოკეანე სავსეა მყარი სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ამ ნარჩენების ერთი ნაწილი, დინებების მეშვეობით, წყნარი ოკეანის ჩრდ. ნაწილში მოგროვდა და ხელოვნური, ნაგვის კუნძული შეიქმნა, რომლის ფართობი აშშ ტერიტოტიის ფართობს აღემატება.
პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არისამ კუნძულის გარდა, კიდევ ოთხი, უდიდესი ნაგვის გროვაა წყნარ, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეებში.


თუ, მდგომარეობა უკეთობისკე არ შეიცვალა ანუ თუ ოკეანის ზედაპირი არ გაიწმინდა, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინათ რა ელის მსოფლიო ოკეანეს მომავალში:პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის

მაგრამ, რა გველის ჩვენ ამ ფონზე?

1
365
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
365
  
2015, 30 აგვისტო, 13:01
ადამიანი ყველაზე ბინძური არსებაა დედამიწისთვის სამწუხაროდ... ცხოველები ასე არ აზიანებენ პლანეტას... გავაზიარე
0 1 1