x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138457
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512079
ბუნებრივი ანტიბიოტიკები თქვენი ჯანმრთელობისთვის

აფთიაქში შეძენილი ანტიბიოტიკები კლავს სასარგებლო ბაქტერიებს ჩვენს ნაწლავებში, რის შედეგადაც წარმოიქმნება სუპერ ბაქტერიები, რომლებიც ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების მიმართ ძალიან მდგრადები არიან.


image


იმის ნაცვლად, რომ ასეთი მოქმედებით შეასუსტოთ ორგანიზმის ბუნებრივი უნარი დამოუკიდებლად განკურნოს ბევრი დაავადება, გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები და ბალახები ანტიბიოტიკების ეფექტით. აქედან ყველაზე სასარგებლოს და პოპულარულს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.


ასტრაგალი

image


მრავალწლიანი ბალახეული მცენარე, წარმოადგენს საერთო მატონიზირებელ ნივთიერებას ორგანიზმისთვის. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ 1000 წლის წინაც კი იცოდნენ – ფართოდ გამოიყენებოდა ჩინურ მედიცინაში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ასევე ფიზიკური, გონებრივი და ემოციური სტრესის წინააღმდეგ. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ის შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს გაციების მკურნალობისას, ამასთან იცავს ღვიძლს და ანადგურებს ვირუსებს.


ხახვი


image


ფლობს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და გამაჯანსაღებელ თვისებებს. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ თუ ადამიანი რეგულარულად ახალ ხახვს მიიღებდა, ის განიკურნებოდა, რადგან მათი წარმოდგენით ხახვს შეეძლო ავადმყოფობის გამოდევნა ორგანიზმიდან. იმისათვის რომ სახლში თავი დაიცვათ არასასურველი ბაქტერიებისა და მიკრობებისგან, შეგიძლიათ დაჭრილი ხახვი თეფშზე დააწყოთ. სხვათა შორის, როდესაც ეს სასარგებლო პროდუქტი ლაიმის წვენსა და სხვა რამდენიმე ნატურალურ კომპონენტს შეურიეს, ამან ეფექტი იქონია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიის ნაწლავის ჩხირის ( E.coli ) განადგურებაზე.


კომბოსტო

image


კომბოსტოს გააჩნია ანტიმიკრობული თვისებები, რისი მეშვეობითაც ანადგურებს ბევრ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მისი სასარგებლო თვისებები იზრდება დამწნილების შემთხვევაში. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ ის თქვენს რაციონში. ყოველდღიურად ამ პროდუქტის მიღება ნერვებს ამშვიდებს და ხსნის დაძაბულობას. მისი წვენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის წყლულის დროს.

თაფლი

image


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაფლი შეიცავს ერთ საიდუმლო ინგრედიენტს –დეფენსინს, რომელიც წარმოადგენს ცილას. ფუტკრები მას თაფლის წარმოებისას უმატებენ. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ვინაიდან კლავს არასასურველ ბაქტერიებს და ორგანიზმის იმუნურ სისტემას იცავს დაავადებებისგან. უკუჩვენება აქვს მათთვის, ვინც ზოგადად ალერგიულია ამ პროდუქტის მიმართ.


დარიჩინი

image


მრავალი საუკუნის მანძილზე დარიჩინს იყენებდნენ როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის არა მხოლოდ ნატურალურ ანტიბიოტიკს წარმოადგენს,

არამედ ანტიოქსიდანტსაც. ამასთან, ხელს უწყობს იმუნური სისტემის სტიმულირებას. სუფთა, ნამდვილად ცეილონში მოყვანილ დარიჩინს შეუძლია ეშერიხიის ჩხირების (ეშერიხია კოლი E.coli ) შეტევის შეჩერება საწყის სტადიაზე. E.coli – ეს არის "ჯიუტი"

ბაქტერია, რომელიც იწვევს ბევრ დაავადებას.


სალვია

image


სამკურნალო სალვიას დახმარებით შეიძლება ბუნებრივად გადავჭრათ ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, კარგია მისი მიღება მუცლის ტკივილისას, სიცხის დროს, ეფექტურად უმკლავდება გრიპსა და გაციებას.

ურცი

image


ურცის ფოთლები და ზეთი წარმოადგენს ძალიან ეფექტურ ბუნებრივ ანტიბიოტიკს. ამ მცენარის ზეთში შემავალ თიმოლს გააჩნია ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური (სოკოს საწინაააღმდეგო) და ანტიპროტოზოული თვისებები.


გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი

image


ფლობს ძალიან ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებას. სხვა ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომლებიც არჩევითად მოქმედებენ ბაქტერიებზე, ექსტრაქტი ახდენს გამანადგურებელ ზემოქმედებას ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებზე, სხვადასხვა მიკრობებზე, პარაზიტებზე, სოკოზე, ვირუსებსა და მიკროორგანიზმებზე.




გარდა ზემოთ ხსენებული პროდუქტებისა, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი ბუნებრივი

ანტიბიოტიკი, რაზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება:


როზმარინი – კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობისას და ნერვიული სისტემის დისფუნქციის დროს.


კამა – წარმოადგენს მცენარეული ანტიბიოტიკების ბუნებრივ კონცენტრანტს. თავისი ბაქტეროციდული თვისების წყალობით, კამას თრგუნავს პათოგენურ ფლორას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.


ქინძი – ნატურალური ანტიბიოტიკი. კარგია ტკივილის, სპაზმების, კრუნჩხვებისა და გულისრევის დროს. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებას.


ექინაცეა - აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.


კურკუმა – ბუნებრივი ანტიბიოტიკი, "წამალი ყველანაირი დაავადებითვის." წარმოადგენს მასტიმულირებელ, ორგანიზმის გამაძლიერებელ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.


ნიორი – ბუნებრივი ანტიბიოტიკი ანტიმიკოზური და ანტივირუსული თვისებებით.


კოჭა – ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტისეპტიკი. აძლიერებს იმუნიტეტს.


ველური თავშავას ზეთი – ძლიერი ანტიბიოტიკი. ანადგურებს მიკრობებსა და პარაზიტებს.

ზეთისხილის ფოთლები - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უძველესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი.



მდოგვის ზეთი – ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტიჰელმინთურ თვისებებს. მდიდარია ბუნებრივი ანტიბიოტიკებით.





1
715
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
715
  
2015, 27 აგვისტო, 21:08
ასტრაგალი,სლავია და უნცი პირველად გავიგე.
0 1 1