სხვა მან ატომური რეაქტორი, სამზარეულოში შექმნა! 2015, 26 აგვისტო, 18:06 2011 წლის 3 აგვისტოს, შვედეთის ქალაქ ენგელოჰოლმში მცხოვრები 31 წლის
მამაკაცი, რიჩარდ ჰანდლი შვედეთის სპეც-სამსახურმა დააკავა.
რიჩარდ ჰანდლი არის ის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც დამოუკიდებლად საკუთარ სამზარეულოში ატომური რეაქტორი შექმნა. ამ ესპერიმენტატორმა ყველა საჭირო ნივთი საზღვარგარეთიდან შეუკვეთა, ხოლო წვრილმანების მოპოვება ტავად მოახერხა. პოლიცია ამ ფაქტის შესახებ ალბათ ვერასოდეს ვერ გაიგებდა, რომ არა თავად რიჩარდ ჰენდლი. რიჩარდი თავად დაუკავშირდა შვედეთის ატომურ უსაფრთხოების სამსახურს, მას აინტერესებდა, კანონიერად აკრძალული იყო თუ არა ატომური რეაქტორის დამზადება სახლის პირობებში.... შვედეთის ატომური უსაფრთხოების სამსახურმა, რიჩარდ ჰენდლის მიმართვაზე პასუხი მოგვიანებით გასცა. მას უპასუხეს, რომ ამისათვის აუცილებელი იყო რადიაციის დონის გაზომვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით. რის შემდეგაც აღნიშნული ტექნიკა მართლაც მიიტანეს ექსპერიმენტის მოყვარულის სახლში, თუმცა ტექნიკას თან პოლიციელების ჯგუფებიც მიყვნენ, რასაც ფიზიკოსის დაკავება მოჰყვა . ჰენდლის დაკავებაზე არანაირი პრეტენზიები არ გამოუცხადებია, პირიქით ის თამად აღიარებდა თავის ინტერესებს და დაუჯერებელ ნიჭს... მისი თქმით ატომური რეაქტორის დამზადება, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა. დღესდღეობით უცნობია თუ რა ბედი ეწია რიჩარდ ჰენდლის.... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 177 10-ს მოსწონს
|