როგორც მოგეხსენებათ ლარის კურსი თითქმის ყოველდღე იცვლება, იცვლება უარესისკენ. ამჟამად კი ლარის კურსი დოლართან ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 2.43 ლარიდან 2.49 ლარამდე განისაზღვრება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელთან შედარებით ერთი ლარის კურსი კომერციულ ბანკებში შემცირდა. თუ გუშინ თიბისი, საქართველოს ბანკი, ფინკა და სხვა ბანკები ერთ დოლარს 2.44 ლარად ყიდიდნენ, დღეს აღნიშნული მონაცემი 2.43-მდე შემცირდა. სამწუხაროდ ზოგიერთ სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი 2.49 ლარია.
უნდა აღინიშნოს, რომ ლარი გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებლებს ხნის. არსებობის ისტორიაში საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.41-ია დოლართან მიმართებაში. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულებად 2.43 ლარიდან 2.49 ლარამდე განისაზღვრება.