საბუნებისმეტყველო მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება 2015, 26 აგვისტო, 12:09 აფრიკის საოცარ მცენარეულ სამყაროს შორის, ბევრი უჩვეულო და გამორჩეული მცენარეა და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი, ბაობაბს უკავია. ამ მცენარის გავრცელების ზონა ცხელი სავანაა, რომელიც ტროპიკულ ტყე-სტეპს წარმოადგენს, წელიწადში მხოლოდ ორი სეზონია: ცხელი წვიმიანი და ცხელი გვალვიანი. ასეთი კლიმატური პირობების გამო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ყველაზე საყვარელი მცენარე ბაობაბია. ეს მცენარე სრულიად განსაკუთრებულია და შეუძლებელია მისი არევა რომელიმე სხვა მცენარეში. მისი ზოგიერთი ეგზემპლარის გარშემოწერილობა 10 მ. აღემატება. საოცარი და უჩვეულოა ბაობაბის სიცოცხლისუნარიანობა. როდესაც მას ქერქს აცლიან, იმის მაგივრად რომ გახმეს, როგორც მცენარეების უმრავლესობა, ის ქერქის ახალ წანაზარდების გაკეთებას იწყებს და საბოლოოდ ქერქს აღიდგენს. მცენარე არ იღუპება მაშინაც, თუ ის მიწაზე ეცემა. დავარდნის შემდეგ, თუ მის ერთ ფესვს მაინც აქვს მიწასთან კონტაქტი, მცენარე აგრძელებს ზრდას დაწოლილ მდგომარეობაში. ძირითადად, ბაობაბი მაღალი მცენარე არ არის. მაგრამ, თუ დავუჯერებთ პრესაში გამოქვეყნებყლ ინფორმაციას, აფრიკის სავანაში, აღმოაჩინეს ნამდვილი გიგანტი - 189 მ. სიმაღლის და 43, 5 მ. დიამეტრის ღეროს მქონე ბაობაბი, რომელიც ყველაზე მაღალ მცენარედ ითვლება ჩვენს პლანეტაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც “მწვანე გიგანტების" შიგნით, დიდი ზომის ფუღუროები იქმნება და მცენარეს ალტერნატიული დანიშნულებით იყენებენ: კენიაში, ნაირობი-მობასას გზატკეცილზე, მდებარეობს ბაობაბ-თავშესაფარი, რომელსაც კარებიც ააქვს და ფანჯრებიც. ზიმბაბვეში, ერთ-ერთი ბაობაბის ფუღუროში, ავტობუსის გაჩერება არის მიწყიბილი, რომლშიც 40 ადამიანი თავისუფლად ეტევა. ბოტსვანაში, ქ. კასანის მახლობლად, ბაობაბის ფუღუროში ციხე არის განთავსებული.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 1933 წელს, ბაობაბიში, რომლის გარშემოწერილობა 45 მ. იყო, ლუდის ბარი გახსნეს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხეც აგრძელებს სიცოცხლეს. ზამბიაში, ტურბაზების ტერიტორიებზე, ბაობაბის ფუღუროებში საპირფარეშოები არის მოწყობილი. ნამიბიაში, ბაობაბის ფუღუროში აბანო არის მოწყობილი. რომელშიც შესაძლებელია როგორც შხაპის, ისე აბაზანის მიღება. ბაობაბი უნივერსალური ხე არის: I. მისი ნაყოფი ფორმის მიხედვით, დიდი ზომის კიტრს წააგავს, არის ძალიან გემრიელი, შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს, ხოლო კალორიულობით, ის ხბოს ხორცს უთანაბრდება. ორგანიზმის მიერ ნაყოფის ათვისება სწრაფად ხდება და მაშინვე ხსნის დაღლილობის შეგრძნებას. ხის ნაყოფს, ადამიანების გარდა, მასზე მობინადრე მაიმუნებიც სიამოვნებით მიირთმევენ. II. ნაყოფის გამხმარი ქერქის ჭურჭლის ფუნქციას ასრულებს ადგილობრივ ტომებში, ხოლო ნაყოფის გამხმარი შიგთავსის დაწვის დროს წარმოიქმნება კვამლი კოღოებს და სხვა სახის მწერებს აფრთხობს და მათგან თავდაცვის კარგი საშუალებაა. III. ბაობაბის ნაყოფი უმი სახით იჭმევა. მისი მოხლისა და დაფქვის შემთხვევაში, უგემრიელესი ყავის მომზადება შეიძლება. IV. ბაობაბის ნაყოდისგან საპონს, კარაქს და გამაგრილებელ სასმელებს ამზადებენ. V. ბაობაბის ნაყოფისგან აკეთებენ ფხვნილს, რომლითაც აღმოსავლეთ აფრიკელი ქალები თავს იბანენ. ხოლო წითელი სითხით, რომელსაც ხის ფესვები შეიცავს, მამაკაცები სახეს იღებავენ. VI. ბაობაბის ფოთლებით გემრიელ სალათებს ამზადებენ და სუპებს ხარშავენ. VII. ბაობაბის ყვავილის მტვერი გამოიყენება წებოს დასამზადებლად. VIII. ბაობაბის ქერქის ნაცრით ამზადებენ წამალს, რომელიც გროპის, დიზინტერიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, კბილის ტკივილის, ასთმის და მწერის ნაკბენის მკურნალობის დროს გამოიყენება.
IX. და ბოლოს, ბაობაბების ერთი და ერთადერთი სახეობა, რომელიც ღეროში წყალს აგროვებს, ბოთლისებური ბაობაბია და ის მხოლოდ ავსტრალიაში არის გავრცელებული. დიდი მცენარის ღეროში, 1 500 -დან 3 500 - მდე გალონი (1 გალონი=3, 8 ლ.) წყალი შეიძლება იყოს, რომელსაც მცენარე წვიმის სეზონზე აგროვებს და მას ადამიანებიც იყენებენ. 2349 10-ს მოსწონს
|