x
image
მანჩო 777
ქათმის ხრაშუნა რულეტი ყველით

მასალა:
ქათმის მკერდის ფილე - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი
ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი
ქამა სოკო - 200 გრამი
ხახვი - 1 ცალი
ლორი - 30 გრამი
ყველი "მოცარელა" - 30 გრამი
რომელიმე მაგარი ყველი- 30 გრამი
კვერცხი - 1 ცალი
მარილი, წიწაკა გემოვნებით


image

მომზადება:
ქათმის ფილე ჩავდოთ ცელოფანის პაკეტში და ოდნავ დავბეგვოთ.
მოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა, მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, გავაჩეროთ ასე 20 წუთი.
ხახვი გავასუფთაოთ და წვრილად დავჭრათ.
ქამა სოკო დავჭრათ თხლად.
ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, დავამატოთ დაჭრილი სოკო, ავურიოთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთი, თან ხშირად ვურიოთ ხის კოვზით. დავამატოთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა.
ლორი და "მოცარელა" დავჭრათ პატარა მომრგვალო ნაჭრებად.
მაგარი ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
თასში გავტეხოთ ერთი კვერცხი და ავთქვიფოთ ცოტაოდენ მარილთან ერთად.
გავშალოთ ფიცარზე ქათმის ფილე, მის ერთ ნახევარზე დავდოთ ხახვში მოშუშული სოკო, სოკოზე დავალაგოთ ლორისა და "მოცარელას'' ნაჭრები.
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი მაგარი ყველი.
გულსართს მოვასხათ ცოტაოდენი ათქვეფილი კვერცხი.
გადავახვიოთ ქათმის ფილე რულეტივით და შევკრათ ძაფით.
გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მზესუმზირის ზეთი და ყოველი მხრიდან შევწვათ ეს რულეტები, სანამ კარგად არ დაიბრაწება.
ტაფა შემწვარი რულეტებით დავდგათ აირღუმელში, რომელიც გაცხელებული იქნება 180 გრადუსამდე. გამოვაცხოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაგრილოთ, მოვაცალოთ ძაფები და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
მიირთვით გემრიელად!



0
205
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0