სხვა რა ამოდის ზვიგენების კუჭიდან? 2015, 22 აგვისტო, 16:00 ზვიგენები არიან ხრტილიანი თევზები, ზვიგენისნაირთა რიგისა.
არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები.
ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში.ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ.
ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი დაქიცვიანი ზვიგენები.
ეს იყო ცოტა რამ ზვიგენების შესახებ.... ზვიგენები ასევე მსოფლიოს ყველაზე საშიშ მტაცებლებს შორის ითვლებიან. ახლა ვნახოთ რა ამოდის ამ მტაცებლების კუჭიდან: 1. ზღარბი 2. პოლარული დათვი 3. ლურსმანები 4. ავტომობილის სანომრე ნიშნები 5. სხვადასხვა ცხოველების ტყავები 6. საბრძოლო ჯავშან-ტექნიკა 7. ტყვიები 8. ძროხა 9. ავტომობილის საბურავი 10. დელფინი 11. ირემი 12. ღვინის ბოთლები 13. მედლები 14. მაგიდის გადასაფარებელი 15. ბალახი 16. ნაკვერჩხალი 17. ცხენი 18. ნიანგი 19. მაიმუნი 20. ბათინკები 21. გიტარა 22. მართვის მოწმობა 23. ბულდოგი 24. ველოსიპედი 25. ქათამი 26. გოგრა 27. მონიტორი 28. კურდღელი 29. ნოუთბუკი 30. ადამიანები სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 773 13-ს მოსწონს 1-ს არა
|