საბუნებისმეტყველო უცნაური მოვლენები დედამიწაზე, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან.. 2015, 22 აგვისტო, 9:28 დედამიწა მრავალფეროვანია, უცნაური და დღემდე ამოუხსნელი მოვლენებით,
ამ სტატიაში გაჩვენებთ რამდენიმე უცნაურ მოვლენას, რომლებიც დღემდე
ამოუხსნელია.
ეს უცნაურობები ადამინის ტვინში მრავალაზრიანობას იწვევს, როდესაც მეცნიერებიც ვერ პოულობენ პასუხს ასეთ მოვლენებზე, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ დედამიწა საიდუმლოებებით არის სავსე. 1. ვეშაპი ყანაში აშშ-ს შტატ იუტას ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 69 წლის მიშელ ვუდსონი დაკარგულ ძროხის ძებნისას, უცნაური მოვლენის შემსწრე გახდა. მან ზღვიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, შუა ყანაში, 12 მეტრიანი ვეებერთელა ვეშაპი იპოვა. ამ ფაქტის შემსწრე ვუდსონი ძალიან შეშინებული და ამასთანავე გაოცებულიც იყო. შეშინებულმა წამსვე სოფლის "შერიფს" დაურეკა. რამოდენიმე წუთში "შერიფი" ადგილზე მივიდა და მისვლისთანავე გაოცებული მიაშტერდა ამ ვეებერთელა ოკეანეთა ბინადარს. ვუდსონის აზრით, ეს იყო ახალგაზრდების მიერ მოწყობილი, რათა ადგილობრივები შეეშინებინათ. მაგრამ პოლიციის ექსპერტის გამოკვლევების შედეგად, დადგინდა რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი დანადგარი არ ყოფილა იმისთვის, რომ ეს ვეშაპი გადმოეყვანათ ასეთ ადგილზე, არ იყო არანაირი ნაკვალევი. ადგილობრივების აზრით ეს უცხოპლანეტელების ჩადენილია. 2. გემიდან გაუჩინარებულნი 1872 წლის 7 ნოემბერს, Mary Celeste-ს სახელის გემი ნიუ-იორკის პორტიდან გამოვიდა. გემის კაპიტანს, ბრიგგს თან ახლდა მეუღლე, 8 წლის ქალიშვილი და 8 გემის ეკიპაჟი. ისინი იტალიისკენ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ როდესაც გემი გიბრალტარის სრუტეს მიუახლოვდა, გემში აღარავინ იმყოფებოდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სრული პასუხი არავინ იცის. იმ დღის შემდეგ, გემის მგზავრების შესახებ არანაირი ინფორმაცია ან კვალი არ არის. 3. უძლიერესი აფეთქება ციმბირში 1908 წელს ციმბირში იმდენად ძლიერი აფეთქება მოხდა, რომ მეცნიერებმა დღემდე ვერ გაარკვიეს. ექსპერტების ცნობით აფეთქება, ჰიროშიმაში ჩამოვარდნილ ატომურ ბობმზე 2000 ჯერ უფრო ძლიერი იყო. 3. უცნაური მოვლენა ატმოსფეროში. 1984 წელს მეხი დაეცა რუსულ თვითმფრინავს. თვითმფრინავს გარედან არაფერი დაემართა, მაგრამ შიდა მხარეს ყველა მგზავრს ცეცხლოვანმა ბურთმა თავზე გადაუარა. ამ მოვლენაზეც პასუხი მეცნიერებს არ აქვთ. 4. ტაოსის ხმაური ძალიან ჰგავს დიზელის ძრავის ხმას. ეს ხმა როგორც ცნობილია დედამიწის ოთხივე კუთხეში ერთდროულად ისმის... 5. ფოტო, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო. ბორნეოში გადაღებულ აეროფოტოსურათზე ჩანს ვეებერთელა გველი, რომელიც ნამდვილად შოკისმომგვრელია. ადგილობრივების აზროთ, ლეგენდალური ბორნეოს გველი დაბრუნდა.... 6. ამერიკული ტყის კაცი. რეალური ფოტო, რომელიც მეცნიერებს თავ-გსაზ უბნევს. 7. თოვლის კაცი ესეც ჰიმალაის თოვლის კაცის ფეხის ნაკვალევი 8. ლეგენდალური ატლანტისის კონტინენტი. Google Ocean-ის მიერ აღმოჩენილმა ფოტომ, შესაძლოა დაამტკიცოს ლეგენდალური, დაკარგული კონტინენტის, ატლანტისის არსებობა. 9. მოაის ქანდაკებები მეცნიერების აზრით, ეს ქანდაკებები აშენებულია ქრისტეს შობამდე 400 წელს. მაგრამ გაურკვეველია თუ როგორ მოხერხდა ამ ადამიანის სახის ქანდაკებების გაკეთება მაგ პერიოდში. 10. ნასკას ვაკეში გამოსახულება, რომელიც მხოლოდ ზემოდან ჩანს. პერუ ანტიკური პერიოდის ნახატი, რისთვის არის დახატული დღემდე ამოუხსნელია. 11. ისევ ნასკა, ისევ პერუ. უდაბნოში დახატული სასანთლის მსგავლი გამოსახულება, დღემდე უცნობია, თუ რის მიმანიშნებელია. 12. სტოუნჰენჯი ამ ქვების დანიშნულებაც დღემდე უცნობია.... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 11556 20-ს მოსწონს |
http://fox13now.com/2014/12/08/davis-county-has-whale-of-a-tale-on-its-hands-in-farmington/