ვარსკვლავები კანში ფილმის „გზაზე“პრემიერა გაიმართა 2012, 24 მაისი, 14:42 კანის ფესტივალზე ახალი ფილმების პრემიერები გრძელდება.
ჯეკ კერუაკის რომანის „გზაზე“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი და კირსტენ დანსტი თამაშობენ.
პრემიერის წინ გაიმართა ფილმის გადამღები ჯგუფის და მასში მონაწილე მსახიობების ტრადიციული ფოტოსესია.
ფოტოგადაღების შემდეგ კინო-ჯგუფი და სტუმრები წითელი ხალიჩის გავლით პრემიერაზე გაემართნენ. კირსტენ დანსტმა მოიხდინა Dior-ის ვარდისფერი კაბა, ხოლო კრისტენ სტიუარტი კი Balenciaga-ს ერთგული დარჩა.
წელს კანის ფესტივალს პირველად ეწვია რობერტ პატისონი, რომელიც კინოპრემიერაზე კრისტენის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. რობერტი და კრისტენი პარტნიორები იყვნენ ვამპირების საგაში "ბინდი". კრისტენ სტიუარტი კირსტენ დანსტი რობერტ პატისონი ქეით აპტონი მილა იოვოვიჩი 91 1-ს მოსწონს
|