ფეხბურთი ესპანეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა... მთელი მადრიდი ფეხზე დგას.. 2015, 21 აგვისტო, 16:07 ესპანეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა. გარკვეული ჯგუფი ხალხის შეგროვებას იწყებს, რომელიც სანტიაგო „ბერნაბეუს“ ალყას დაარტყავს და ფლორენტინო პერესის გადადგომას მოითხოვს...საქმე ეხება ისკო ალარკონის „იუვენტუსში“ გადასვლას. წინასწარი ინფორმაციით, „რეალმა“ უკვე მიაღწია შეთანხმება ტურინის „იუვენტუსთან“, რომლის მიხედვითაც ისკო კარიერას იტალიაში გააგრძელებს. უკვე ყველა ესპანურმა ტელევიზიამ გადმოსცა, რომ ფლორენტინო პერესი იტალიელებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს და მზად არის, ისკო სერია „ა“-ში გაუშვას სათამაშოდ. ამ ინფორმაციამ კულუარულად გაჟონა და ხალხიც ფეხზე დადგა. ამ ეტაპისთვის, აქცია დაშლილია, ვინაიდან საქმეში სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი ჩერთო და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა. თუმცა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არაფერი დასტურდება. 1945 2-ს მოსწონს
|