სხვა საშინლად მდიდარი ქალაქი დუბაი და შეიხების შოკისმომგვრელი შესაძლებლობები 2015, 21 აგვისტო, 14:32 ადამიანები სოციალურად არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა მათი სამი ძირითადი ფენა გამოიყოფა: მდიდარი, საშუალო და ღარიბი. დუბაი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომლის სახელიც განუყოფლად უკავშირდება დიდ სიმდიდრესა და უპრეცედენტო ფუფუნებას, სადაც მდიდარი შეიხების ფანტაზიები ხშირად სცილდება ყველაზე გონივრულ ფარგლებსაც კი.
მოდით ერთად ვიმოგზაუროთ მარგალიტად წოდებულ სპარსეთის ყურეში, სადაც შეუზღუდავი ფინანსური რესურსების წყალობით ნამდვილ სასწაულებს ვიხილავთ: 1. აქ შენობები ღრუბლებზე მაღლა დგას. ![]() 2. სულ ცოტა ხნის წინ აქ უდაბნო იყო, ეხლა კი ცათამბჯენებია აღმართული. ![]() 3. უცხოპლანეტელთა თეფშის ფორმის ულტრათანამედროვე არქიტექტურა პირდაპირ ქვიშიანი სანაპიროს ფონზე. ![]() 4. ქვიშის სანაპიროსა და პალმებს შორის წარმოუდგენელია გოლფის მინდვრები, თუმცა ეს დუბაია. ![]() 5. აქ ბაღებიც კი ფანტასტიურია. ![]() 6. შესაძლებელია ახალი კუნძულების წარმოქმნაც. ![]() 7. თუ ცათამბჯენებმა, აყვავებულმა ბაღებმა ან თუნდაც კუნძულებმა ვერ გაგაოცათ, მაშინ შეგიძლიათ სავახშმოდ წყალქვეშ ჩახვიდეთ, დაათვალიეროდ წყალქვეშა სამყარო და ღამეც კი გაათიოთ წყალქვეშა სასტუმროში. ![]() ![]() ![]() 8. თუ თოვლზე სრიალი მოგინდებათ, არც ეგ არის პრობლემა, უდაბნოს შორის თოვლსა და სასრიალო მოედანსაც მონახავთ. ![]() 9. ასევე შეგიძლიათ წაიხემსოდ ყინულის კაფეში, სადაც ტემპერატურა 6 გრადუსია და ოთახის გარშემო ყველა ავეჯი ყინულისაა: მაგიდები, სკამები, ჭაღებიც კი. განათებები კი ხდება სპეციალური, გამორჩეული სანათებით, რომლებიც არ გამოყოფს სითბოს, რადგან ამან არ გამოიწვიოს ყინულის ლღობა. სავარძლებს კი, რომლებიც ასევე ყინულისაა, გადაკრული აქვს აკრილის ბალიშები, რომლებიც ახშობს სიცივეს. კაფის სტუმრებისათვის მომსახურე პერსონალს აქვს სპეციალური თერმული სარჩლები და ფეხსაცმელი. აქვთ ასევე სასმელის ფართო არჩევანი და თქვენდა გასაოცად მასაც ყინულის ბოკლებით მოგართმევენ. ასე, რომ თუ მოხვდებით როდისმე დუბაიში და მოგინდებათ ცხელ კლიმატს თავი დააღწიოთ, მიაშურეთ კაფე "Ice Chillout"-ს, სადაც სტუმრობა სულ რაღაც 16 $ დაგიჯდებათ. ![]() ![]() 10. ალბათ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ სადღაც ჩრდილოეთ პოლუსზე ხართ და არა უდაბნოში? მაშინ დაესწარით უდაბნოს ერთ-ერთ სპორტს, სადაც აქლემებით ჯირითობენ რობოტები. ![]() 11. ავტომობილებიც კი მოოქროვილია. ![]() 12. სასეირნოდ კი აი ასეთი "ფისუნიები" დაყავთ. ![]() 13. ოქროს სამკაულები, რომლებიც დუბაის საიუველირო მაღაზიებში იყიდება. ![]() 14. ბავშვებს ფუფუნებას თოთო ასაკიდან აჩვევენ. (ოქროს საწოვარები) ![]() 15. ოქროს გამყიდველი ოქროს ავტომატი. ![]() 16. აი ასეთია დუბაი- დიდებული, მდიდრული, ლამაზი და ცოტა ველური. ![]() მათი უსაზღვრო სიმდიდრე საზოგადოებაში იწვევს შოკს, ქარიშხლისმაგვარ ემოციებს, აღტაცებას, სიძულვილს, შავ და თეთრ შურს. თქვენ რა აზრის ხართ? 1572 18-ს მოსწონს
|