x
image
ნანუშკი ნანა
სხვადასხვა ქვეყნების სასტიკი წრთვნები ჯარში
მეომრის სული, თავდაცვა და მუდამ საომარი მზადყოფნა, აი რა არის მთავარი ყველა სახელმწიფოს ჯარისთვის. ამ მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ქვეყანაში ჯარებში გამოიყენებენ სხვადასხვა უცნაურ და ზოგჯერ შოკისმომგვრელ წვრთნებსაც.
დღეს გაგაცნობთ 10 ასეთ ტრადიციულ საჯარისო წვრთნას.


image



1. თამაში „კარტოფილი“ ნამდვილი ყუმბარებით (ჩინეთი)



image


აღმოსავლეთი როგორც მოგეხსენებათ - დელიკატური საკითხია.მაშინაც კი როცა საქმე საჯარისო წვრთნებს ეხება. ჯარისკაცები სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ვარჯიშის დროს უნდა დაეუფლონ სასიკვდილო ვარიაციით თამაშს "ცხელი კარტოფილი" - ამ დროს ისინი ერთმანეთს ნამდვილ ყუმბარებს ესვრიან.


2. გულმკერდში სროლა (რუსეთის სპეცნაზი)


image


მსგავსი წვრთნები (ერთმანეთზე გულმკერდში სროლა, რა თქმა უნდა ბრონირებული ჟილეტების გამოყენებით მიმდინარეობს) არის მთავარი ნაწილი სპეცნაზის
წვრთნაში. ეს საჭიროა იმისთვის რომ ჯარისკაცებს მოეხსნათ პანიკური შიში იმისა რომ მათ მოხვდებათ ტყვია. ჟილეტების მიუხედავად ხანდახან მაინც იჭრებიან, მაგრამ მათ უნდა შეძლონ რეაგირება და საპასუხო ცეცხლის გახსნა.


3. ცეცხლის რგოლებში ხტუნვა (სახალხო განმანთავისუფლებელი არმია, ჩინეთი)


image


სურათზე ნაჩვენებია ჯარსკაცი რომელიც ხტება ცეცხლწაკიდებულ რგოლში. მას წრვნების დროს იგივე ტანსაცმელი აცვია და ისევაე შეიარაღებული როგორც ნამდვილ ბრძოლაში რათა ზუსტად იგივე ემოცია განიცადოს.


4. წყალქვეშა სწავლება (წყალქვეშა ტრენინგი „წყლის კატები“ , აშშ)


image


წყალქვეშა სწავლების დროს მათ უკრავენ ხელებს და ფეხებს და უნდა შეძლონ ზევით ამოსვლა, არ შეეხონ არც აუზის ფსკერს და არც კედლებს. ართულებენ სავარჯიშოს იმით რომ აკეთებენ წყალში თავდასხმის იმიტაციას და ჯარისკაცმა ამ შემთხვევაშიც უნდა შეძლოს თავის დაღწევა.


5. აგურის თავით დამტვრევა (სამხრეთ კორეის და ჩინეთის ჯარისკაცები)


image

ზურგის სიმაგრისთვის ჩინელ ჯარისკაცებს ზურგზე ბამბუკის ჯოხებს ამტვრევენ, მხოლოდ თავის სიმაგრისთვის კი ისინი აგრურებს ამტვრევენ თავით, თუ სურათებით ვიმსჯელებთ ჩინური ჯარი დაუმარცხებელი უნდა იყოს.


6. საკვებში კობრის სისხლის გამოყენება (აშშ-ს საზღვაო დანაყოფები)


image


ის დრო წარსულს ჩაბარდა როცა ჯარისკაცები ხურდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშებით, ამერიკელი საზღვაო ნაწილის ჯარიკაცები სვავენ კობრის სისხლს და კბილებით აცლიან ქათამს თავებს, ეს არის მათი ვარჯიშის ნაწილი.



7. ბალანსის შენარჩუნება ცეცხლზე (ბელარუსი, ბორდოსფერი ბერეტები)


image


ისინი მართლაც დიდ გამოცდა უძლებენ, მათ უნდა გაიარონ 10 კილომენტრიან ტრუბაზე რომლის ქვეშაც ცეცხლია და ეს არაა ყველაფერი, ამ დროს მათი მიმართულებით მიმდინარეობს სროლაც.



8. გადმოხტომა და ჩამოცოცება ცათამბჯენებიდან (ისრაელის შეიარაღებული არმია)


image


თუკი ტერორისტები როდესმე შეეცდებიან ცათამბჯენებიდან მძევლის აყვანას, ისინი ვერ წარმოიდგენენ რომ ამ ცათამბჯენებზე ვინმე ფანჯრებიდან შევა. სწორედ ამისთვის იწრთვნებიან ისრაელის სპეცრაზმელები.


9. ქვებზე და კლდეებზე ცოცვა (ტაივანის საზღვაო ქვეითები)


image


მათ აქვთ დავალებული წელს ზევით შიშველი სხეულით იხოხონ 50 მეტრიან კლდეებზე და წვეტიან ქვებზე


10. ცხენების მეშვეობით კვამლში გავლა (ჰოლანდიის სამეფო გვარდიის ღირსების წევრები)


image


ჯარისჯაცები ხშირად ითხოვენ რომ მათი წვრთნები მიმდინარეობდეს ცხოველებთან ერთად, სურათზე კარგად ჩანს როგორ ჯირითობენ ისინი ბოლში.

1
788
11-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
788
  
2015, 27 აგვისტო, 9:32
ახალი ზელანდიის სპეც რაზმი? სროლების სწავლებისას, სამიზნის ნაცვლად დგას სხვა ჯარისკაცი, რომელსაც ხელში ბუშტი უჭირავს და მსროლელმა იმ ბუშტს უნდა გაარტყას, ოდნავი შეცდომა ან მსროლელის ან სამიზნედ ვინც დგას იმის და მსხვერპლი გარანტირებულია.
0 1 1