x
image
ნანუშკი ნანა
ვიმოგზაუროთ ერთად მსოფლიოს გარშემო
ხანდახან როცა ინტერნეტში ვნახულობთ ულამაზეს ხედებს, პეიზაჟებს მათი სილამაზე იმდენად გვაოცებს რომ დაჯერებაც კი ძნელია, ნუთუ ეს ადგილი მართლა არსებობს სამყაროში, მოვიძიე ფოტოები და ვიმოგზაუროთ ერთად მსოფლიოს გარშემო


ტალღა, არიზონა-აშშ.


image


ტალღა- ეს არის ქვიშაქვის კლდეები, არიზონას და იუტას შტატებს შორის, ტურისტების საყვარელი ადგილია.



სოლონჩაკ უიუნი, ბოლივია


image


დამშრალ მარილის ტბა სამხრეთ ალტიპლანოს უდაბნოში ვაკეზე. შიდა ნაწილში დაფარული ფენის მარილის სისქე 2-8 მეტრია. წვიმის დროს იგი იფარება წყლით და მისი ზედაპირი ხდება სარკისებური და პრიალა .


გაიდერ ფლაი, ნევადა, აშშ.

image


ფლაი - არის ხელოვნური გაიზერი რომელიც მდებარეობს ჩრდილო ნევადაზე.

იგი შეიქმნა ადამიანების ჩარევით 1964 წელს.



ხიტაჩი სისაიდის პარკი, იაპონია


image



ეს პარკი მდებარეობს აღმოსავლეთ იაპონიაში და გამოირჩევა თავის განსაკუთრებული სილამაზით წელიწადის ყველა დროს. გაზაფხულის ბოლოს ამ პარკში ყვავის მილიონობით კესანია.


წითელი სანაპირო, ჩინეთი


image


ეს სანაპირო გათქმულია თავისი წითელი ფერით, რადგან აქ ყვავის წყლის მცენარეები რომლებიც აპრილ მაისში მწვანე ფერისაა და მხოლოდ სექტემბერში ჭკნობის დროს ხდება ხასხასა წითელი.


ტბა გლეიშარის ნაციონალურ პარკში, აშშ


image


ღვთაებრივი სილამაზის ტბა თავისი კლდოვანი მთებით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.


გიგანტების გზა, სამხრეთ ირლანდია


image

გიგანტების გზა - ეს არის 40000 ბაზალტის სვეტი რომლებიც წარმოიქმნა ვლუკანის ამოფრქვევის შემდეგ. სვეტების ბოლო ზღვის ფსკერზეა, ყველაზე გრძელი სვეტი 12 მეტრია.


ცისარტყელის გორა, ჩინეთი.


image


100 მილიონი წლის წინ აქ იყო უზარმაზარი ბასეინი, რომელიც დროთა განმავლობაში დაშრა მაღალი ტემპერატურის გამო. ნალექი რომელიც დარჩა ბასეინის ფსკერზე ჰაერთან კავშირით გარდაიქმნა ულამაზეს ფერებში.



მალდივები


image

მალდივის რესპუბლიკაში 1000 ზე მეტი კუნძულია რომელსაც შეიძლება საოცრება ვუწოდოთ.



ბადაბ-ე-სუტ, ირანი


image



ბადაბ-ე-სუტი

ბუნების სასწაულია, რომელიც განთავსებულია ირანის სამხრეთით. ეს ადგილი შედგება ათასობით ტერასების საფეხურებისგან. მისი ფერი კი განპირობებულია რკინის შემცველი ოქსინებისგან.


გიგანტური ბუდდა, ჩინეთი

image

სიმაღლე 71 მ, თავის სიგრძე 15 მეტრია, მხრის სირძე თითქმის 30 მეტრია, ხელის თითი 8 მეტრია, ფეხის თითის კი 1.6 მ. ცხვირის სიგრძე 5.5 მ.



ნატრონის ტბა, ტანზანია


image


ნატრონი- მარილიანი და შუშხუნა ტბაა რომელიც განლაგებულიასამხრეთ ტანზანიაში. მიკროოგანიზმები რომლებიც ამ ტბაში ბინადრობენ განაპირობებენ წითელ ფერს რომელიც ამ ტაბს დაფკრავს.


ანტილოპას კანიონი, არიზონა, აშშ.


image



კანიონი რომელიც გამოირჩევა თავისი წითელი-სტაფილოსფერი ფერის კედლებით. სწორედ ფერის გამო ეწოდა მას ანტილოპას კანიონი




ბრინჯის პლანტაციები, ინდონეზია


image


უმშვენიერესი ბრინჯის პლანტაციები რომელიც მდებარეობს ინდონეზიაში გამოირჩევა თავისი სილამაზით.


კაბადოკია, თურქეთი


image


უმშვენიერესი ლადშაფტი გადაიშლება თქვენს წინაშე თუ თქვენ ერთხელ მაინც იმოგზაურებთა კაბადოკიაში .


დარვაზა, თურქმენეთი


image



მეორენაირად ტურისტები ამ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" ეძახიან. მისი დიამეტრი 60 მეტრია ხოლო სიღრმე დაახლოებით 20 მ. 1971 წლიდან ბუნებრივი გაზი დღე და ღამე გიზგიზებს.


ოდლეს მთები, იტალია


image


უმშვენიერესი ხედი გადაგეშლებათ იტალიის სამხრეთით თუ იმოგზაურებთ ოდლეს მთებში, შესანიშნავი ჰაერი და უმშვენიერესი პეიზაჟი.



ყინულების გამოქვაბული, მექსიკა


image


უზარმაზარი ყინულებით სავსე გამოქვაბული, რომელშიც ყინულები არ დნება, მიუხედავად იმისა რომ შიგნით ძალიან არ ყინავს, აქ გაჩერება 20 წუთზე დიდხანს ფაქტობრივად შეუძლებელია.








3
277
5-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
277
  
2015, 21 აგვისტო, 15:16
სამოთხე დედამიწაზე.
2015, 21 აგვისტო, 0:01
მადლობა :)
2015, 20 აგვისტო, 22:14
საინტერესო სტატიაა
0 1 3