x
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მფარველი ანგელოზი გიცავთ

image

ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ნათლობის შემდეგ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მფარველი ანგელოზი ჩნდება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავს და ეხმარება მას.
ხანდახან იმდენად ვიციკლებით უარყოფითზე, მის არსებობას ვერც ვგრძნობთ, გვგონია, რომ ჩვენი არ ესმის, რომ მიგვატოვა, რომ არ არსებობს, რომ ეს ყველაფერიც შეიძლება ისეთივე ზღაპარი იყოს, როგორც ბავშვობის მითები თოვლის ბაბუაზე.
როდესაც არასწორად ვდგამთ ნაბიჯებს და მერე ნაღრძობი ფეხის გამო დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტირით, საოცარი სასოწარკვეთილების შეგძნება გვეუფლება. მფარველის არსებობის ვერანაირ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ, გვგონია სულ მარტო დავრჩით ამ სასტიკი რეალობის წინააღმდეგ უამრავი პრობლემით ხელში, მაგრამ ვცდებით. ის ჩვენთანაა და ჩვენ დახმარებას ცდილობს თუ თქვენს ცხოვრებაში შემდეგი რამეები ხდება:


1. არსაიდან მოსული ინფორმაცია

თქვენ რაღაც პრობლემით ხართ მოცული. გამუდმებით ამაზე ფიქრობთ, უცებ კი ბრახ.. და ან ტელევიზორში, ან გაზეთში, ფილმში, შემთხვევითი გამვლელების ყურმოკრულ საუბარში თქვენი პრობლემის შესახებ გესმით, კითხულობთ. მაგალითად, ქალი, რომელსაც დაორსულება უჭირს ნახულობს ფილმს სადაც მთავარ გმირს მსგავსი პრობლემებია აქვს, ქუჩაში თვალს მოკრავს რეკლამას, რომელიც მისი პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობს მომხმარებლებს, გაიცნობს ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა უცაბედად მოუგვარდა. ეს მინიშნებაა, რომ გამოსავალი არსებობს. თქვენი მფარველი ანგელოზი გამხნევებთ.

2. ერთი და იგივე პრობლემები

მან იცის რა გჭირდებათ და ისიც იცის, როგორ უნდა მოახერხოთ ეს. სავარჯიშოების სახით პატარ-პატარა დავალებებს გიგზავნით, რომ ისწავლოთ, გაძლიერდეთ და მიხვდეთ სად უშვებთ შეცდომას. ეს ტრენინგია. თუკი პრობლემები მეორდება, თუკი გეჩვენებათ, რომ წრეზე დადიხართ, ესე იგი, ის ცდილობს რაღაცას მიგახვედროთ, რომ მათი გადაჭრის მეთოდები უნდა შეცვალოთ. სანამ მასთან გამკლავებას არ ისწავლით, არც ის შეწვეტს თქვენთვის ერთი და იგივე პრობლემის გამოგზავნას.

3. ლამაზი სიზმრები

თუკი კარგი სიზმრის შემდეგ სასიამოვნო შეგრძნებით იღვიძებთ, ესე იგი ის თქვენთან იყო სტუმრად და გაგამხნევათ.

4. არსაიდან მოსული შეგრძნებები

ის შეგრძნებებით გელაპარაკებათ. ხშირად უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. როცა ყოველგვარი რაციონალური მიზეზის გარეშე გეუფლებათ შეგრძნება, რომელიც კონკრეტული ქმედებისკენ, ან უმოქმედობისკენ გიბიძგებთ, ეს თქვენი ანგელოზის ხმაა.

5. ციფრები

იგი მინიშნებებს ციფრების სახით გიგზავნით. 11:11, 222, 3 3 3 და ა.შ. როცა გამუდმებით წყვილ ციფრებს ხედავთ, თქვენი მფარველი ანგელოზი თქვენთან კონტაქტზე გამოსვლას ცდილობს. განმარტოვდით და საკუთარ თავს ჩაუღრმავდით. ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს საკუთარ თავში. ის თქვენთანაა. არასდროს მიუტოვებიხართ. უბრალოდ თქვენ დაგავიწყდათ მის ენაზე საუბარი და… გაიხსენეთ!

აუცილებლად გაიხსენეთ!

4
2177
10-ს მოსწონს
ავტორი:PoKeRa
PoKeRa
2177
  
2015, 25 სექტემბერი, 21:51
რა მაგარი სტატიაა....
2015, 23 აგვისტო, 23:31
სისულელეა.
2015, 21 აგვისტო, 23:48
ძაან მაგარია ყოჩაღ.
2015, 20 აგვისტო, 23:01
სტატია ძალიან მომეწონა! სრულიად ვეთანხმები
0 1 4