ფოტოგრაფია XIX საუკუნის „ფოტოშოპი“ 2015, 20 აგვისტო, 11:13 XIX საუკუნეში, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ფოტოსურათებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფის მომსახურება ძალიან ძვირი ჯდებოდა, ფოტოსურათების შემძენთა რიცხვი, თანდათანობით, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ჯერ სურათებს იღებდნენ პორტრეტურ სტილში. იღებდნენ სურათებს, ოჯახის წევრებთან ერთადაც.მოგვიანებით, მოთხოვნილება გაჩნდა, ცირკში მომუშავე, უცნაური გარეგნობის ადამიანების ფოტოსურათებზე. ასეთი ფოტოსურათები ბაზრობებზე იყიდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა. ფოტოგრაფები ცდილობდნენ ფოტოხელოვნება დაეხვეწათ და ახალი ფოტოეფექტები მოეგონებინათ. იმ პერიოდში გაჩნდა დახატული დეკორაციები ფოტოსურათების გადასაღებად. ეს იყო დიდ მუყაოზე დახატული ადამიანის (ადამიანების) გამოსახულრბა, რომელსაც სახის ადგილი ამოჭრილი ჰქონდა. მსგავსი დეკორაციები, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, საკურორტო ზონებში და გასართობ ცენტრებში. იმ პერიოდში, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ე.წ. სარკისებურ ფოტოსურსთებზე ანუ მულტიპორტრეტებზე. ამ სტილის ფოტოეფექტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანს სვამდნენ დიდ სარკეებთან, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ კუთხეს ქმნიდნენ. ამის შემდეგ, სურათს საჭირო რაკურსით იღებდნენ და სარკის ანარეკლებით ისეთი ეფექტი მიიღებოდა, თითქოს მაგიდასთან ერთი კი არა, 5 ადამიანი იჯდა. ადამიანები ისეთ სახეებს ღებულობდნენ, თითქოს ურთიერთობა ჰქონდათ საკუთარ ორეულებთან, მათთან საუბრობდნენ ან კარტს ეთამაშებოდნენ. ზოგიერთები, ამ სახის ფოტოებს, თავიაანთ შინაურ ცხოველებსაც უღებდნენ.ორეულების იდეა ხალხს ისე მოეწონა, რომ ფოტოგრაფებმა ფიქრი იმაზე დაიწყეს, თუ როგორ შეიძლებოდა, მსგავსი ფორმატის, უფრო ეფექტური სურათების შექმნა და მომხმარებელს კომპოზიციური სურათები შესთავაზეს. კომპოზიციური სურათების მისაღებად, ნეგატივის ცალ მხარეს ფარავდნენ და სურათს მხოლოდ ცალ გვერდზე იღებდნენ. ამის შემდეგ, ადამიანი გადადიოდა მეორე მხარეს და პოზას იცვლიდა და მისი ფოტოგრაფირება მეორედ ხდებოდა. ამ შემთხვევაში დაფარული იყო გადაღებული ნეგატივის მხარე. ფოტოგრაფებს შეეძლოთ, ამ მეთოდით, ორზე მეტი ადამიანის ასახვა.XIX საუკუნის ბოლოს, მოდაში შემოვიდა ფოტოები მოკვეთილი თავებით. ასეთი ეფექტის მისაღებად, ფოტოგრაფები ნეგატივიდან ჭრიდნენ ადამიანის თავებს და იქ ათავსებდნენ, სადაც კლიენტი მოისურვებდა. ზოგიერთს, საკუთარი თავი ხელში ეჭირა, სხვებს ჩამოცმული ჰქონდათ სარზე ან წამოცმული ჰქონდათ დაშნაზე. იყო უფრო ორიგინალური ფოტოებიც, მაგ., ჟონგლიორობა თავებით. ფოტოგრაფები კლიენტის ყველ სურვილს და ახირებას ასრულებდნენ. XIX საუკუნის 50-იან წ. ბოლოს, ფოტოსტუდიები გაჩნდა, რომლებიც მომხმარებლებს, სურათების გადაღებას მოჩვენებასთან სთავაზობდნენ. მოჩვენებიანი ფოტოსურათის შესაქმნელად, ორმაგი ექსპოზიციის ეფექტი გამოიყენებოდა და ამგვარი სურათების შექმნა ძალიან მარტივი იყო. მოჩვენებების გარდა, მსგავსი მეთოდით აკეთებდნენ სპირიტულ სურათებსაც. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ფოტოებზე ასახული იყო გარდაცვლილი ადამიანის სულები, რომლებიც, ვითომ და, ოჯახის წევრებს ეცხადებოდნენ, სპირიტული სიანსების დროს. XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკელმა ფოტოგრაფებმა, სარეკლამო სააგენტოების დაკვეთით დაიწყეს ღია ბარათების შექმნა, რომლებზეც ზოგიერთი ობიექტი მეტისმეტად გადიდებული იყო. ასეთი ღია ბარათები, ამერიკის სხვადასხვა რეგიონში მუშა ხელის მისაზიდად გამოიყენებოდა. ძირითადი მიმართულება ასეთი ფოტომონტაჟის დროს, იყო სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეთევზეობა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში ასეთი ღია ბარათი სავსებით რეალურად გამოიყურებოდა და კარგი სატყუარა იყო, ღარიბი ოჯახებისთვის, რომლებიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში, ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში გადადიოდნენ. 380 9-ს მოსწონს
|