სხვა 14 ძალიან საშიში გზა მსოფლიოში 2015, 19 აგვისტო, 16:58 დამეთანხმებით არაფერი ისე არ ამშვიდებს ისე როგორც მშვიდ გზაზე არც ისე ჩქარი სიარული ავტომობილით და საყვარელი მუსიკა, მაგრამ არის გზები რომლებზეც ერთი მოსახვევიც კი სულს გიკუმშავთ.
მანქანით ამ გზაზე გავლას ვერაფერს შეადარებ, ზოგი მათგანი არის ბუნებრივად ასეთი, ზოგში კი ადამიანის ხელი ურევია.
ასე რომ მოემზადეთ, გადაიჭირეთ უსაფრთხოების ღვედები და ვიმოგზაუროთ 14 ყველაზე საშიშ გზაზე ერთად :)
ზო-დჟი ლა, ინდოეთი გზა 9 კმ სიგრძისაა და აკავშირებს ლადაკხს და კაშმირს, ამასთან ერთად ის ძალიან ვიწროა ტრანსფერგერული ტრასა, რუმინეთი ტრასა კარპატახში, დიდი სიმაღლიდან ეშვება 2034 მეტრზე. წარმოადგენს რუმინეთის მაღალ გზას, გამორჩეულია უმშვენიერესი ხედებით და ითვლება საკმაოდ სახიფათოდ. დალტონ ჰაივეი, ალიასკა დალტონ ჰაივეის გზა ითვლება ყველაზე იზოლირებულ გზად მსოფლიოში, მისი სიგრძე 666 კმ-ია. და ამ გზაზე გვხვდება მხოლოდ 3 პატარა დასახლება, აგრეთვე ეს გზა ყველაზე თოვლიან გზად ითვლება მსოფლიოში. კხარდუნგ-ლა, ინდოეთი ოფიციალური ვერსიით ეს გზა მდებარეობს ზღვის დონიდან 5602 მ-ზე (ფაქტობრივად იალბუზის სიმაღლეზე) ის შესულია გინესის რეკორდეის წიგნში როგორც ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილი. იუგასის გზა, ბოლივია ეს საავტომობილო მაგისტრალი ითვლება ყველაზე სახიფათო მაგისტრლად მსოფლიოში, სადაც დაახლოებით 200-300 ადამიანი იღუპება წელიწადში. ატლანტიკის გზა, ნორვეგია ეს ტრასა ტურისტებისთვისაა შექმნილი რადგან ხედი იქიდან უმშვენიერესია. გვირაბი გუოლიანი, ჩინეთი საგზაო მთა Guolyan-ი ააშენა ადგილობრივმა მოსახლეობამ. 1972 წლამდე გზა კლდეში იყო ერთადერთი დამაკავშირებელი სოფელსა და გარე სამყაროს შორის. მოგვიანებით, ხელისუფლებამ ააშენა 1, 200 მეტრიანი გვირაბი და გახსნა ეს მოძრაობა. პოსაჟ დიუ გუა, საფრანგეთი დაუჯერებელია, მაგრამ ამ გზაზე მხოლოდ რამოდენიმე საათი შეგიძილათ მოძრაობა 24 საათის განმავლობაში, რადგან დანარჩენი დრო ის წყლით არის დაფარული, ამიტომ სანამ ამ 4.5 კმ მონაკვეთს შეუდგებით კარგად უნდა შეისწავლოთ იგი. გზა მთებში, ტაიმენი, ჩინეთი 10 კმ-იანი გზაა რომელშიც 99 მკვეთრი მოსახვევია.ხოლო სიმაღლე 1000 მ-ია. ხანა, ჰავაი 112 კმ-იანი გზა რომელიც ერთმანეთს ორ ქალაქ უკავშირებს "კოლიმა" ფედერალური ავტომაგისტრალი, რუსეთი ამ გზას მეორენაირად "სიკვდილის გზა"საც უწოდებენ, იგი პირველად ექსპლუატაციაში 1932 წელს შევიდა. კოლ დე ლა ბოლეტ, საფრანგეთი ეს უღელტეხილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე და მდიდარია ბევრი მკვეთრი მოსახვევით. სენ გოტარდ, შვეიცარია ეს ერთ ერთი მაღალი უღელტეხიალია ალპებში, 64 კმ-ზეა გადაჭიმული და გვაოცებს თავისი ხედებით. ეშიმა ოხასი, იაპონია ეს გზა არ არის, ეს ხიდია. ხიდი აკავშირებს ქალაქ საკმოიანტოს და მატსუეს. მისი სიგრძე 1.7 კმ და სიგანე - 11.3 მეტრი. შორიდან თუ შევხედავთ მოგვეჩვენება რომ მანდ შესვლა უბრალოდ სიგიჟეა, თუმცა მისი ეს სიმაღლე საჭიროა იმისთვის რომ ხიდის ქვეშ თავისუფლად იმოძრაონ გემებმა. 718 6-ს მოსწონს
|