ვარსკვლავები 10 საინტერესო ფაქტი კოკო შანელის შესახებ 2015, 19 აგვისტო, 11:13 გაბრიელ ბონერ შანელი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც კოკო შანელი, არის ქალთა მოდის ფუძემდებელი და ქალ დიზაინერებს შორის, ყველა დროის, საუკეთესო დიზაინერი. მიუხედავად იმისა რომ მან, კარგა ხნის წინ, დატოვა ეს სამყარო, დღემდე აგრძელებენ მისით აღფრთოვანებას, ხოლო იდეები, რომლებიც მან დანერგა მოდის ინდუსტრიაში, დღემდე ისეთივე პოპულარულია თანამედროვე მსოფლიოში, როგორც დიზაინერის სიცოცხლეში იყო. სწორედ შანელმა მოიგონა მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა, რადგან დაიღალა რედიკულების ხელით ტარებით. სწორედ მან გაათავისუფლა ქალები კორსეტებისა და კრინოლინის ქვედაბოლოების (თაღის ფორმის ქვედაბოლო, რომელიც გამოიყენებოდა კაბისთვის ფორმის მისაცემად) ტარებისაგან. არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ მის მიერ შექმნილი პატარა შავი კაბა, რომელიც გამოჩენისთანავე კლასიკად იქცა და ყველა ქალის კარადაში დაიმკვიდრა ადგილი. და რა თქმა უნდა, სუნამო - შანელი №5, რომელიც დღემდე, ბევრი ქალბატონის სავიზიტო ბარათია. ინფორმაცია, ამ გენიალური ადამიანის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და იწვევს. ქვემოთ მოცემულია საინტერესო ფაქტი, ლეგენდარული დიზაინერის ცხოვრების შესახებ, რომელებიც, შეიძლება, თქვენთვის ცნობილი არ არის: კოკოს უყვარდა გამეორება, რომ ახალი იდეების მოსაძებნად, ის ყოველთვის ათვალიერებდა, თავისი მეგობარი მამაკაცის ტანსაცმლის კარადას. მისი ქმნილებები - ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში იყო, პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ასე მაგალითად, როდესაც ის თავად დიმიტრი რომანოვით იყო გატაცებული და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დიაგილევის ბალეტის დასთან, მის ქმნილებებში რუსული მოტივების ხაზი იკვეთებოდა. ხოლო როდესაც მას ურთიერთობა ჰქონდა ვესტმინსტერის ჰერცოგთან - ინგლისური.. შანელი არასოდეს არ ხატავდა ესკიზებს. ის ყოველთვის «ცოცხლად» მუშაობდა. მისი სამუშაო ხელსაწყოები, მხოლოდ მაკრატელი და ქინძისთავები იყო. ის მოსავდა მდიდარ და ცნობილ ადამიანებს - ფინანსისტების მეუღლეებს და პოპულარულ მსახიობებს, მეგობრობით კი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებთან მეგობრობდა. მის მეგობრებს შორის იყვნენ: პიკასო, დალი, კოკტო, ჟან რენუარი, კრისტიან ბერარი, სტრავინსკი, დიაგილევი და ბევრი სხვა. შანელი იყო პირველი დიზაინერი, ვინც ძვირფასეულობა, ბიჟუტერიით ჩაანაცვლა. საქმე იმაში იყო, რომ მას არ უყვარდა “ქვები ქვების გამო" – ის ამბობდა, რომ მისთვის ბრილიანტები, რომლებსაც ქალი ატარებს, მისი ქმრის ან საყვარლის სიმდიდრის მაჩვენებელია და მეტი არაფერი. “მე არ მიყვარს ძვირფასეულობა, ძვირფასეულობის გამო. ბრილიანტის საყურეები ან მარგალიტის მძივები, რომლებსაც სეიფიდან იღებენ მათი დემონსტრირების მიზნით, ხოლო შემდეგ ისევ ინახავენ". ამასთანავე, მას ის ამტკიცებდა, რომ ბიჟუტერიის ტარებაში, სამარცხვინო არაფერი არის: “სამკაული ბევრი უნდა იყოს. თუ ისინი ნამდვილებია, ეს პატრონის ამპარტავნობისა და ცუდი გემოვნების ნიშანია. მე ვაკეთებ ყალბ, მაგრამ ძალიან ლამაზ ნივთებს, რომლების უფრო ლამაზებიც კი არის, ვიდრე ნამდვილი სამკაულები". “მე არასოდეს მივისწრაფოდი, რომ მქონოდა ბევრი ფული, – ამტკიცებდა კოკო, – მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი". და ეს სიმართლე იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საწყისი კაპიტალი მის ბიზნესში, კოკოს მფარველს ეკუთვნოდა. მაგრამ, სულ მალე მისი ნიჭის, სიმტკიცის, თავდაუზოგავი შრომისა და იღბლის წყალობით, ის მართლაც გახდა დამოულიდებელი, ხოლო მოგვიანებით, მდიდარიც. კოკო შანელი მთვარეული იყო. ავადმყოფობის ერთ-ერთი შეტევის დროს, მან აბაზანის ხალათიდან პიჯაკის თარგი გამოჭრა და თეთრი პირსახოციდან ამოჭრილი ყვავილიც მიამაგრა. კოკო არასოდეს ყოფილა გათხოვილი. ამბობენ, რომ მან, ცოლობაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრა ვესტმინსტერის ჰერცოგს, რომ ჰერცოგი ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრი არის, ხოლო მადმუაზელ შანელი - მხოლოდ ერთია. ამასთან, ის პრინციპულად არ ასრულებდა თავისი კოლექციების ჩვენებას, საქორწილო კაბით. “მე არ შემიძლია იმ ქალს გამოვართვა ფული, რომლის წინაშეც მუხლებზე ვდგები, რომ ქვედაბოლო გავუსწორო", - ამბობდა კოკო და ფულს არ ართმევდა ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ, მაგ., რომი შნაიდერი და ინგრიდ ბერგმანი. მასთან ასევე იმოსებოდა: ოდრი ჰერბერნი, ელიზაბეტ ტეილორი და ჯეკი - კენედი ონასისი. ყოველ დილით, კოკო შანელი, რომელიც პრინციპიალურად, ღამეს სასტუმროში ათევდა, ბრუნდებოდა თავის აპარტამენტებში. მაგრამ მისვლის წინ, ის ურეკავდა თავის დამხმარეს და სთხოვდა, რომ მის მოსვლამდე, სალონში Chanel №5 -ის სურნელი ყოფილიყო. ის დარწმუნებული იყო, რომ “კლიენტებს სუნი მიიზიდავდა". თავისი საყვარელი სუნამოს “შლეიფის" ქვეშ, იწყებდა დიზაინერი სამუშაო დღეს. ეს სუნამო, შანელის თხოვნით, 1921 წელს, პარფიმერმა ერნესტო ბომ შექმნა და წინა საუკუნეში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღე ის შედის, ყველაზე გაყიდვადი სუნამოების I ათეულში. 1954 წ. კოკო შანელმა განაცხადა, რომ დაიღალა რედიკულის ხელით ტარებით. ამასთან, ამ ნივთისთვის დამახასიათებელი იყო ხშირად დაკარგვის თვისება. მომდევნო წელს, მან მსოფლიო მოდის სამყაროს, შესთავაზა ამ პრობლემის მოგვარების მეტად ორიგინალური გამოსავალი, დასტოგანებული ჩანთა, ოქროსფერი, გრძელი, მხარზე გადასაკიდი ჯაჭვით - Chanel 2.55. ჩანთის ციფრული კოდი - 2.55, ჩანთის შექმნის თარიღს უკავშირდებოდა (1955 წ. თებერვალი). 472 7-ს მოსწონს
|