ალერგოლოგია ყველაზე უცნაური ალერგიები 2015, 18 აგვისტო, 12:23 იქნებ ჩვენი წინაპრები მართალს ამბობენ და სამყარო ადრე გაცილებით ჯანმრთელი იყო?ეხლა ვერავის ვეღარ გააკვირვებ ამა თუ იმ დაავადებით. ამ სტატიაში შმოგთავაზებთ რამოდენიმე უჩვეულო ალერგიას ალერგია ფულზე ამბობენ რომ ფულის დათვლა ამშვიდებს ნერვებს და ამაღლებს გუნება განწყობას, მაგრამ როგორც ირკვევა ყველასთვის არ წარმოადგენს ფული ანტიდეპრესანტს, ზოგისთვის ეს ნამდვილი საშინელებაა... რამოდენიმე წლის წინ ბრიტანელი მოქალაქე ივნონ საიმონი იძულებული გახდა უარი ეთქვა ფულის კუპიურებით სარგებლობაზე, იგი მხოლოდ პლასტიკური ბარათებით სარგებლობს, სალაროსთან ხურდის დაბრუნებაც კი მისთვის საშინელებად იქცევა იმდენად ცუდ რეაქციას აძლევს ფულთან შეხება . ალერგია სიცივეზე თუკი სტატისტიკას ვენდობით, ყოველი მეასე ალერგიის მატარებელ ადამიანს ალერგია აქვს სიცივეზე. ამ ალერგიას შეუძლია ყველაზე ფატალურ შედეგამდეც კი მიიყვანოს ადამიანი და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი კანის ზედაპირის დაუცველობაა სიცივის დროს. ფრთხილად იყავით და თუ გაციების დროს შენიშნავთ გამონაყარს ტანზე, ცრემლდენას, ყელის ტკივლის და ამავე დროს ბუშტუკებს ყელში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ალერგია ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების დროს როგორც ირკვევა ქალების 12% დაავადებულია ალერგიით მამაკაცის სპერმაზე. შეიძლება თუ არა გქონდეთ ალერგია სოლარიუმზე? როგორც ირკვევა ძალიან ვებრი ადამიანი არის დაავადებული ულტრაიისფერი სხივის ალერგიით, კანზე გამონაყარი და ქავილი, არასასიამოვნო შეგრძნება ორგანიზმში, აი რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ალერგიამ. ალერგია ადამიანებზე, რეალობა თუ მითი? რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გაზეთში გოგონა კითხულობდა, შეიძლებოდა თუ არა ჰქონოდა ალერგია ადამიანზე, რადგან თურმე ყოველ დღე როდესაც მისი ერთ ერთი თანამშრომელი შედიოდა კაბინეტში მას ეწყებოდა ხველა. თურმე არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ალერგია მეორე ადამიანზე, მის თმაზე ან უბრალოდ იმ ნივთიერებაზე რომელიც მას ორგანიზმით გადააქვს. აგერ უკვე მერემდენე წლია ბრიტანელი დარენ იანგი იტანჯება ალერგიით, როგორც კი ის იწყებს მაკიაჟის გაკეთებას ან თუნდაც კბილის პასტის გამოყენებას, მისი მეუღლე ლამის არის გაიგუდოს. თუმცა როგორც ირკვევა ეს არ არის ალერგია ადამიანებზე, ეს ან ალერგიაა იმ საშუალებებზე რომელსაც ის გამოიყენებს ან უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი. ყველაზე უჩვეულო ალერგია მსოფლიოში ყველაზე უიღბლო აღმოჩნდა პაწაწუნა არსება რომელიც მოევინა სამყაროს ავსტრალიაში, ნებისმიერი საკვები რომელიც მის ორგანიზმში ხვდება იწვევს საშინელ ტკივილებს, სამწუხაროდ ჯერ ვერ გაუგეს ვერაფერი ამ ალერგიას და მის საწინააგმდეგოდ ვერაფერი შეიმუშავეს. უცნობია რამდენ ხანს იცოცხლებს ეს პატარა ინკუპატორის გარეშე. 264 5-ს მოსწონს
|