«ჯიფაუერის» წამომადგენელის განცხადებით, კომპანია კრიზისშია და გაჩერება ემუქრება, რის გამოც ქვეყანის დატოვებას ცდილობენ. «ენერგო-პრო ჯორჯიას» გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძე არ გამორიცხავს, რომ ნოემბერ-დეკემბერში რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს. ამის შესახებ მან სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც თბოელექტროსადგურებისთვის გაძვირებული ტარიფი დადგინდა.