მაკიაჟი და ვარცხნილობა ის თავისი ხელოვნებისთვის თვალებს ტილოდ იყენებს 2015, 16 აგვისტო, 11:59 ტალ პელეგი ებრაული წარმოშობის მხატვარი, ფოტოგრაფი და ვიზაჟისტია. ხელოვნება მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მას შემდეგ არის, რაც საკუთარი თავი ახსოვს. მას უყვარს ილუსტრაციები, ფოტოგრაფია, მაკიაჟი; მისთვის თვალის ხელოვნება კი არის საშუალება ყოველივე ეს ერთად გამოიყენოს, თვალი კი ნამდვილ ტილოდ აქციოს. პელეგი თვლის, რომ მაკიაჟი ხელოვნების ერთ-ერთი საოცარი ფორმაა, ამიტომაც გადაწყვიტა თვალის საშუალებით ისტორიები მოეყოლა. ის უბრალოდ კი არ ხატავს თვალზე, არამედ ცდილობს კრეატიული გზით მისი ფორმა და ბუნებრივი ხაზები გამოიყენოს, როგორც ილუსტრაციის ნაწილი. მხატვარი ამბობს რომ, შთაგონება მუდამ მის ირგვლივაა და ის ცდილობს მაკიაჟის მეშვეობით გამოხატოს თავისი ხედვა და დამოკიდებულება ნებისმიერ თემაზე. მის შთაგონებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ემოციებმა, ფილმებმა, ზღაპრებმა, საკვებმა, მნიშვნელოვანმა სოციალურმა და ეკონომიურმა საკითხებმა და ა.შ. პელეგი თავის ხელოვნების ნიმუშებს ქმნის საკუთარ თვალზე. იყენებს ძირითადად თვალის ჩრდილებს, ლაინერებს, აკვარელებს და რა თქმა უნდა, მინიატურულ ფუნჯებს. მიუხედავად იმისა, რომ საათები და დიდი მოთმინება სჭირდება თითოეული ნამუშევრის შექმნას, პელეგი მუშაობის პროცესით უდიდეს სიამოვნებას იღებს. მელაკუდა გამარჯობა! პატარა პრინცი სალვადორ დალი ფარშევანგი ინი და იანი ემოჯი ხილის თვალი მუსიკის ჰანგები გაყინული კატა ძაფის გორგლით თამაშობს გოგონა მთვარესთან ერთად ჟღალი კატა დაშინების, აბუჩად აგდების წინააღმდეგ დრაკონი პატარა ქალთევზა ტკბილეული დეპრესია წითელცხვირიანი ირემი რუდოლფი ბავშვობის შიშები პინგვინები კატა და ძაღლი რაპუნცელი 88 7-ს მოსწონს
|