“შავი ოქრო’’, რომლის მიხედვით განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.დედამიწაზე უამრავი შავი ოქრო მოიპოვება, სიმდიდრე რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება დაპირისპირების საბაბი.ის ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად მდებარეობენ ნავთობის საბადოთა ადგილებში იღბლიანი სახელმწიფოდ ითვლება.
Anews-მა დაუკვეთა კომპანია Business Insider-ს გამოექვეყნებინა მსოფლოში ათი “შავი ოქროს ‘’მფლობელი, რომელთა ათეულში რუსეთის ფედერაციაც მოხვდა.(I ნაწილი)
მაშ ასე, -ნავთობით მდიდარი 10 ქვეყანა:
10)ნიგერია-სადაც, მოიპოვება 37, 2 მილიარდი ბარელი ნავთობი, პირველად ნავთობის საბადო აღმოჩენილი იქნა 1958 წელს, თუმცა 1970-იან წლებამდე ვერ მოხდა “შავი ოქროს’’ მოპოვება.
9)ლიბია-სადაც, მოიპოვება 48, 47 მილიარდი ბარელი ნავთობი, ლიბია ნავთობის 95 %-ზე მეტი ექსპორტზე გააქვს, ქვეყანა 1, 6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს დღეში.
8)რუსეთის ფედრაცია-სადაც მოიპოვება 80 მილიარდი ბარელი ნავთობი, საშუალოდ რუსეთი დღეში 10 მილიონ ბარელ ნავთობს ღებულობს.
7)არაბეთის საემირო-სადაც მოიპოვება 97, 7 მილიარდი ბარელი ნავთობი, ყოველდღიურად ემირატები 3 მილიონით მეტ ნავთობს ამუშავებს ვიდრე მისი კონკურენტი რუსეთი.
6)ქუვეიტი-სადაც მოიპოვება 104 მილიარდი ბარელი ნავთობი, სახელმწიფო დღეში 2, 5 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება შეუძლია, თუმცა 2020 წლისათვის აპირებენ დღიური შედეგის თითქმის გაორმაგებას ანუ 4 მილიონი ბარელის მოპოვებას.