x
image
ნანუშკი ნანა
სტრესის მოხსნის 6 გზა

imageაუცილებლად უნდა ვისწავლოთ როგორ ვებრძოლოთ სტრესს სახლის
პირობებში და არა მარტო.
იცით თუ არა რომ სტრესი ნელ ნელა გკლავთ თქვნ, მოქმედებს
თქვენს გარეგნობაზე და გონებრივ განვითარებაზე, თქვენს ჯამრთელობასა და კეთილდღეობაზე?
აუცილებლად უნდა იცოდეთ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს სახლის
პირობებში.
სტრესი გვევლინება ჩვენ როგორც უხილავი ბოროტი ძალა,
რომელიც ჩვენს გვერდითაა ყოველთვის! ხანდახან მცირე სტრესული სიტუაცია სასარგებლოც
კი არის ჩვენთვის, გვეხმარება მივაღწიოთ მიზანს, მაგრამ მეტისმეტი დაძაბულობა დამანგრევლად მოქმედებს ჩვენზე. ხანგრძლივ სტრეს მივყავართ ძალიან ბევრ დაავადებამდე, ისეთამდე მაგალითად როგორებიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი და კიბოც კი.

ამიტომ ცხოვრების გიჟური რითმის კვალდაკვალ, სტრესთან
გამკლავება ერთერთი საშუალებაა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

როგორც კი სრესის ნიშნებს შეამჩნევთ საკუთარ თავს ე.ი.
დადგა დრო მოემზადოთ მასთან გასამკლავებლად.
ამისათვის გთავაზობთ 6 გზას:

1. აიღეთ შესვენება და გამოავლინეთ სტერსის მიზესი.

აუცილებელია შესვენება, რადგან მოგეცეთ საშუალება დაფიქრდეთ და გააანალიზოთ სტრესული სიტუაცია, აგრეთვე ამ
დროს გაქვთ საშუალება ამ სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან შეხედოთ, ამ დროს თქვენ თავიდან აიცილებთ სწრაფი გამოსავლი გამოყენების საშუალებას. თქვენ ვერ შეძლებთ ყოველთვის აიცილოთ თავიდან სრესი, მაგრამ სამაგიეროდ ისწავლით სხვადასხვა გზებს რათა მისგან თავი დააღწიოთ და არ მიიღოთ უბრალოდ სწრაფი გადაწყვეტილება. შემდეგ გამოავლინეთ საიდან გამომდინარე ხართ ამ სიტუაციაში. იქნებ ეს მხოლოდ შინაგანი შფოთვაა? თუ ნამდვილად გაქვთ ამის მიზეზი?


2. იფიქრეთ პოზიტიურად და რეალურად.

როგორც წესი სტრესულ
სიტუაციაში ჩვენ ვფიქრობთ ნეგატიურად. გვგონია რომ ყველაფერი ცუდათ დამთავრდება. ასწავლეთ საკუთარ თავს დადებითად ფიქირი და აზროვნება, დაანახეთ ამ სიტუაციების დადებითი მხარეები, ამ დროს თქვენ საკუთარი თავის გამოცდას იწყებთ და აბსოლიტუარდ ეყრდნობით მას, ანუ სწავლობთ დამოუკიდებლობას. როდესაც თქვენ საკუთარ ტვინს განაწყობთ დადებითად, ის იწყებს ავტომატურად იმაზე ფიქრს როგორ გამოვიდეს შექმნილი სიტუაციიდან. და ეს სიტუაცია გაცილებით ნაკლებ დროში გვარდება ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ.
სტრესულ სიტუაციაში აუცილებლად ერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს. ეცადეთ საკუთარი თავი ყოველთვის კონტროლ ქვეშ გყავდეთ. იცოდეთ და გახსოვდეთ რომ ყველა მოვლენა არის დროებითი და ადრე თუ გვიან აუცილებლად
მოგვარდება.


3. მიეცით თქვენს თავს დასვენების და რელაქსაციის საშუალება

სტრესულ სიტუაციას შეუძლია დამანგრევლად იმოქმედოს თქვენზე, ამ დროს აუცილებელია დასვენება. ყველაზე კარგია ამ დროს წამოწოლა და ცოტა ხნით მიძინება.



4. ფიზიკური ვარჯიშები და გართობა

ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია!-ჩაეწერეთ
სატრენაჟორო დარბაზში. მიირთვით მხოლოდ ჯანმრთელი საკვები, ცნობილია რომ ფიზიკური ვარჯიშები სიხარულის ჰორმონებს გამოამუშავებინებენ ორგანიზმს. თქვენ ფიზიკურად უნდა იყოთ ჯანმრთელნი
რომ ჯანმრთელად იაზროვნოთ. წადით კინოში, გაერთეთ მეგობრებთან ერთად, იტამაშეთ სხვადასხვა
თამაშები და რაც მთავარია ნუ დაივიწყებთ თქვენ ჰობის.


5. იძინეთ ბევრი და ისეირნეთ მზეზე.

მიეცით თქვენს ორგანიზმს საშუალება დაიძინოს სრულფასოვანი ძილით. მოდუნებისთვის ძილის წინ გამოიყენეთ საშუალება რომელიც გშველით კონკრეტულად თქვენ- გაისეირნეთ ჰაერზე, წაიკითხეთ წიგნი და ა.შ. აუცილებლად ისეირნეთ დილით მზიან ამინდში, მზის სხივები არის ყველაზე კარგი D ვიტამინის გამოსაყოფად ორგანიზმში. ამ ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება სტრესის მომატება გამოიწვიოს.


6. გაუზიარეთ ვინმეს თქვენი საფიქრალი

გაუზიარეთ თქვენი საფიქრალი მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან თქვენს საყვარელ ადამიან. გამოიყენეთ გრძნობები, სიყვარული, მეგობრობა, სიხარული იმისთვის რომ მოდუნდეთ და გადაიტანოთ თქვენი ყურადღება სტრესიდან სხვა რამეზე.

ეს უბრალო რჩევები დაგეხმარებათ, საჭიროა მხოლოდ იცოდეთ
როგორ შეძლოთ სტერსისგან გათავისუფლება სახლის პირობებში.

2
141
6-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
141
  
2015, 14 აგვისტო, 20:27
საინტერესო სტატიაა
0 1 2