სხვა გიგანტური სმარტფონი სამსუნგისგან 2012, 24 მაისი, 4:48 წარმოგიდგენთ Samsung Galaxy Note-ს - სმარტფონების გოლიათს:)
როგორც იქნა სამსუნგმა რაღაცით მაინც აჯობა აიფონებს :) სამსუნგ ნოუთი მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოუვიდათ. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ამხელა მახინის ყურთან მიტანა ცოტა უხერხული იქნებაო, მაგრამ დამერწმუნეთ მას იმდენი პლიუსები აქვს რომ ზომებს აღარც კი მიაქცევთ ყურადღებას. ნოუთს შეუძლია თამამად შეგიცვალოთ პლანშეტები და ტელეფონები ერთად. თავისი ეკრანის ზომების წყალობით ინტერნეტში სასეირნოდ შესანიშნავი ნივთია. + სტილუსიც მოჰყვება, რომელიც ხატვის საშუალებასაც კი იძლევა სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეკრანი სამსუნგებში საუკეთესო აქვს - HD Super AMOLED დამცავი ნაწრთობი მინით. სენსორი დამყოლი და მგრძნობიარე - უარს არაფერზე გეტყვით :) ![]() ![]() გოგონებისთვის ნამდვილად არ იქნება მოსახერხებელი. პრაქტიკულად ორივე ხელი გჭირდება, მაგრამ ამას სტილუსის არსებობა შეგივსებთ. პირადად მე ნოუთის ყველაზე დიდ ღირსებად მისი აკუმულატორი მიმაჩნია - 2500-ანი ლი-იონი, რომელიც დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. სამარიაჟო სმარტი ნამდვილად არაა, მაგრამ ვისაც სჭირდება ხარისხიანი მობილური ინეტ.წვდომა მისთვის შეუცვლელი იქნება. აიპედების და მობილურების ერთდროულად ტარებას ალბათ ერთი გალაქსი ნოუთის ტარება აჯობებს :) რაც შეეხება ფასს: დღეისთვის ცოტა გაიაფებულია, თუ შეიძლება რომ 1111 ლარს იაფი დავარქვთ :), მაგრამ ჯერ კიდევ ორი თვის უკან ჩვენი მაღაზიები მასში 1300-1400 ლარს ითხოვდნენ. - რას იზამ - ხარისხი ყოველთვის ძვირია. ტექნიკური მახასიათებლები: ოპერაციული სისტემა: Android 2.3. უკვე აპგრეიდის შესაძლებლობით Ice Cream Sandwich 4.0.3 -მდე კორპუსის მასალა: პლასტიკი ეკრანი: სენსორული HD Super AMOLED ეკრანის ზომა დიაგონალზე: 5.3 დუიმი გამოსახულების გაფართოება: 800x1280 პიქსელი. ფოტოკამერა 8 მეგაპიქსელი, სვეტოდიოდური განათებით მეორე კამერა 2 მეგაპიქსელი. ვიდეოს გაფართოება: 1920x1080 ვიდეოფორმატების მხარდაჭერა: MPEG4/ H.263/ H.264/ DivX, Xvid, WMV, VC-1 აუდიო ფორმატების მხარდაჭერა: MP3, AAC, WAV, WMA, FM-რადიო ინტერფეისი: USB, Wi-Fi, Bluetooth 3.0 USB-host: GPS მიმღები: სისტემა A-GPS: ინტერნეტი: WAP, GPRS, EDGE, HSDPA, HSUPA, POP/SMTP-კლიენტი, HTML მეხსიერება(ვინტი): 16384 МB ოპერატიული მეხსიერება(RAM): 1024 МB პროცესორი:ორბირთვიანი ARM Cortex-A9 1, 4 გჰ აკუმულატორი: Li-Ion 2500 წონა: 178 გრ ზომები:82.95x146.85x9.65 მმ 56 1-ს მოსწონს
|