მოგზაურობა დუბაი - ყველაზე ძვირადღირებული და ექსცენტრიული ქალაქი მსოფლიოში 2015, 14 აგვისტო, 9:49 დუბაი არის - არაბთა გაერთიანებული ემირატების (აგე) ერთ -ერთი ემირატის დედაქალაქი და აგე-ს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ფინანსური ცენტრი. და არა მხოლოდ არაბეთის, არამედ, მთელი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქია, სპარსეთის ზღვის სანაპიროზე. ორი სიტყვა რომლითაც შეიძლება ამ ქალაქის დახასიათება - ექსცენტრიულობა და ფუფუნება არის. 30 წელზე ნაკლები დასჭირდა, რომ პატარა მეთევზეთა სოფლიდან დუბაი, ისეთ განსაცვიფრებელი, ზღაპრულად ლამაზი ქალაქიად, გადაქცეულიყო, რომელიც დღეს არის. სიტყვებით დუბაის დახასიათება ძალიან ძნელია, მაგრამ ის რაც სიტყვებისთვის შეუძლებელია, სავსებით შესაძლებელია ფოტოსურათებით. საოცარია დუბაის ხედი ჰაერიდან: ასე ქმნიან დუბაიში ხელოვნურ კუნძულებს
და აი ასეთისაც
მაგრამ ზღვა - მისი ხედები, დუბაის მხოლოდ ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. მაგ., თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ... ღრუბლებში
შემდეგ, შეგიძლიათ გოლფის სათამაშოდ წახვიდეთ ... შეგიძლიათ ისადილოთ მდიდრულ რესტორანში, ზღაპრული ხედებითა და ეგზოტიკური თევზების გარემოცვაში შემდეგ, შეგიძლიათ წახვიდეთ საყიდლებზე
შეიძლება ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეგიძლიათ, თხილამურებზეც ისრიალოთ თუ თხილამურებზე სრიალი არ გინდათ, შეგიძლიათ ავტომობილი იქირაოთ და ქვიშის ტალღებზე “იცურაოთ" შეგიძლიათ ქალაქში გაისეირნოთ...
... და დიდი ავტომობილები
მაგრამ, ასეთი ხედები უფრო მეტია ეს პოლიციის “ჩვეულებრივი" მანქანაა ეს კი, Lamborghini, რომელიც 250 000 დოლარი ღირს
დუბაიში, მომავალშიც იგეგმება გრანდიოზული პროექტების განხორციელება. მაგრამ, ახლა, ამ სტატიაში, ჩვენ შევეხებით იმ პროექტს, რომელიც გასული წლის ზაფხულში დაიწყო და მისი დასრულება ახლო მომავალში იგეგმება. ეს არის სავაჭრო-გასართობი ცენტრი, რომელსაც პროექტის ავტორებმა, “ქალაქი სახურავის ქვეშ" დაარქვეს. სავაჭრო ცენტრის სახელში, სიტყვა “ქალაქი" ტყუილად არ არის ნახსენები. ეს მართლაც ქალაქი იქნება, რომელიც 4, 5 მლნ. კვ. მეტრზე გაშენდება და ის მთლიანად გადახურული იქნება. პროექტის ღირებულება 6, 8 მილიარდი დოლარია. სავაჭრო და გასართობი ობიექტების გარდა, ცენტრში სასტუმროების მშენებლობაც იგეგმება. სასტუმროები, საერთო ჯამში, 20 000 ნომერზე არის გათვლილი, ხოლო ავტოსადგომებზე, ერთდროულად, 50 000 ავტომობილის დაყენება იქნება შესაძლებელი. ცენტრი, წელიწადში, 180 მლნ. სტუმრის მიღებას შეძლებს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უნიკალური “ქალაქი", მთლიანად კონდენსირებული იქნება.
1368 9-ს მოსწონს
|