x
image
ნანუშკი ნანა
მიზეზები, რატომ გაიყინეთ ერთ ადგილას
image


იმისათვის რომ გადალახოთ ურთულესი პერიოდები თქვენს ცხოვრებაში საჭიროა ისწავლოთ ნაბიჯების თავიდან გადადგმა და წინ წასვლა.

ცხოვრება მუდმივ ცვლილებებშია და თუკი თქვენ ერთ ადგილას ხართ გაყინული ესეც თქვენივე არჩევანია. სწორედაც რომ ეს თქვენი არჩევანია და არა შანსი რომელიც ცვლის თქვენს მომავალს. გზა შეიძლება ცოტა გრძელია მაგრამ ის მუდამ გახსნილია თქვენთვის.

თუ თქვენ არ მოგწონთ გზა რომლითაც მიდიხართ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ის.


თუ თქვენ დღეს გაყინული ხართ ერთ ადგილზე, ეს ნიშნავს რომ თქვენ არ მოძრაობთ, ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს შემდეგი :

1. თქვენ არ იღებთ პასუხიმგებლობას შექმნილ სიტუაციაზე.

ძალიან ბევრი ადამიანი თავის მდგომარეობას აბრალებს ბედნისწერას, ამბობს რომ მას ბედი არ აქვს და მაგიტომ არ გამოსდის ესა თუ ის საქმე. ძალიან ცოტაა ისეთი ვინც ამ ყველაფერს საკუთარ უმოქმედობას დააბრალებს. ეს არის ყველაზე მთავარი გაკვეთილი, უნდა მიხვდეთ რომ ესა თუ ის მოვლენა გაკვეთილია რომლისგანაც რაღაც უნდა ვისწავლოთ და ისე წავიდეთ წინ.

2. შეგიპყროთ შიშმა.

თუკი თქვენ კარგ საქმეში ხართ ჩაბმული, აუცილებლად გექნებათ დაბრკოლებები, რამაც არანაირად არ შეგაშინოთ. პირიქით განაგრძეთ გზა და ის აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება, დაბრკოლებები თვითონ წავლენ თქვენგან.

3. თქვენ აიგნორებთ საკუთარ მიზანს.

არა აქვს მნიშვნელობა აცნობიერებთ თუ არა რას ეძებთ, თქვენმა ქვეცნობიერმა ყოველთვის იცის რა უნდა ამიტომ იგნორირებს ნუ გაუკეთებთ ფიქრებს ისინი მიზნებად იქცევა.

4. თქვენ მიეჩვიეთ ნეგატიურ ფიქრებს

იმას არ აქვს მნიშვნელობა როგორ უყურებთ თქვენ საგნებს, არამედ მნიშვნელოვანია როგორ ხედავთ მათ. ყველაზე დიდი დაბრკოლება რაც წინსვლაში გიშლით ხელს თქვენი ხედვაა ცხოვრების მიმართ.აიღეთ საკუთარი ბედი თქვენს ხელში, იმ ხალხს ყურადღებას ნუ მიაქცევთ ვინც გაბრკოლებთ. გაექეცით იმ ადამიანებს, იმ ადგილებს, იმ ჩვევებს რომლებიც უარყოფითად მოქედებენ თქვენზე.

5. არ აფასებთ იმას რაც გაქვთ.

ერთი წუთით გაჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და თქვით "მადლობა"

მადლობა იმისთვის რომ დღეს თქვენ გაიღვიძეთ, შეიძლება დღეს კბილის ან თავის ტკივილით გაგეღვიძათ, მაგრამ რაც მთავარია ხომ გაგეღვიძათ. განაგრძეთ წინსვლა.

6. არ გაძლევთ მოსვენებას ფიქრები რომ წარსული აღარ განმეორდება.

ამით არაფერი შეიცვლება თუ თქვენ სულ წარსულზე იფიქრებთ.არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდა ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თქვენ არ გაქვთ პასუხები ყველა კითხვაზე და არც არასდროს გექნებათ. განაგრძეთ წინ სვლა, კონცენტრირდით აწმყოზე, აკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ და მიენდეთ ცხოვრების განვითარებას.

7. არ ეძებთ ბედნიერებას საკუთარ თავში.

განათლება ეს არაა მხოლოდ წიგნების კითხვა ეს არის მომენტი როდესაც გააცნობიერებთ თუ ვინ ხართ თქვენ. რაც უფრო დიდხანს ეძებთ ბედნიერებას თქვენს გარეთ მით უფრო დიდხანს დაგემალებათ იგი, დამშვიდდით და მიეცით უფლება ყველაზე სანუკვარ ოცნებებს რომ ისინი ასრულდნენ.

8. თქვენ აგრძელებთ იოლი გზის ძებნას.

ერთხელაც თქვენ მოიხედავთ უკან და დაინახავთ რომ რაც კი გაგაჩნიათ ყველაფერი დიდი შრომის ფასად გაქვთ მოპოვებული, ეგრეც უნდა იყოს დაანებეთ იოლი გზის ძებნას თავი და განაგრძეთ გზა, მწვერვალზე ასვლა არასდროს არის ადვილი

9.ხანდახან იყო ძილერი და განაგრძო გზა -ერთადერთი გზაა რომელიც გაგაჩნიათ ცხოვრებაში.გვხვდება სიტუაციები რომლებსაც ჩვენ ვერასდროს შევეგუებით, უნდა ვისწავლოთ უბრალოდ მშვიდად ამ სიტუაციაში გავლა. მომავლითვის ბრძოლა მოითხოვს ძალას . წინ კიდევ მრავალი შესანიშნავი რამ გელოდებათ!


3
155
8-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
155
  
2015, 13 აგვისტო, 16:27
ნამდვილად, არასდროს ვიცით ჩვენი მარცვალი როდის და სად აღმოცენდება ;)
2015, 13 აგვისტო, 16:26
კი ნამდვილად ბედნიერია... იმედია ვიღაც მაინც შეძლებს და დაეხმარება მიზნის მიღწევაში :)
2015, 13 აგვისტო, 16:24
რა ბედნიერია ის, ვისაც ეს ყველაფერი შეუძლია, სტატია შესანიშნავია ჩემო ჭკვიანო და კარგო :* (გავაზიარე)
0 1 3