მხატვრობა თურქი ბრმა მხატვარი, რომელის ფენომენსაც სპეციალისტები იკვლევენ 2015, 13 აგვისტო, 15:57 თურქი მხატვრი - იესარიეფ არმეგენი (Esref Armagan) ბრმა დაიბადა. მას არასოდეს უნახავს გარემო, ფერები, ადამიანები, ფრინველები, ცხოველები. ყველაზე საოცარი ის არის, რომ მას არ უნახავს პერსპექტივში დანახული პეიზაჟები და ის ამ ყველაფერს ხატავს, თანაც საოცრად რეალისტურად. მხატვარი ფერებს თითებით გრძნობს და ასე გადმოსცემს გამოსახულებებს. მისი უჩვეულო შესაძლებლობებით შექმნილი ნამუშევრები საზღვარგარეთ, უამრავ ქვეყანაში გამოიფინა და მსოფლიო ხელოვანების, მეცნიერების და უბრალო მოქალაქეების დიდი ყურადღება მიიპყრო. ჰქონდა გამოფენა იტალიაში, ნიუ იორკში, გერმანიაში, ჩინეთში...
ბრმა მხატვრის ფენომენს სპეციალისტები იკვლევენ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ნევროლოგმა ალვარო პასკუალმა მხატვრის ტვინს სკანირება ჩაუტარა, მისი ვერსიით იესფარი გრძნობს გამოსახულებას და ხედავს თითებით.
დაათვალიერეთ და დატკბით მისი საოცარი ნამუშევრებით; 361 3-ს მოსწონს
|