ხელოვნების შესაძლებლობა რომ განუსაზღვრელია ყველას კარგად მოგვეხსენება, ისევე როგორც ბუნების სილამაზეა უკიდეგანო, თუ მას სათანადოდ აღიქვამ... მინდა წარმოგიდგინოთ ქუჩის ხელოვნება (ე.წ. street art) რომლის მიმდევართა სახელები მეტწილად უცნობია... ისინი საკუთარ პროტესტს ხელოვნებით გამოხატავენ და ხშირად პრობლემებიც ექმნებათ სამართალდამცველებთან, ფასადების "დამახინჯებისთვის". მე კი აღფრთოვანებით მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის მათი დამახინჯება, პირიქით, უსახური შენობებისთვის რაღაც ღირებულის მინიჭებაა... თუმცა ეს ჩემი აზრია, თქვენ კი თქვენი აზრი მათი ხილვის შემდეგ ჩამოგიყალიბდებათ... და რარწმუნებული ვარ არ იქნება ჩემი აზრისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული.
ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი ხელოვნებაა,ჩემი აზრით პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ამ ხელოვნების განვითარებას, სწორედ მათი დამოუკიდებელი დამოკიდებულება არის ჭეშმარიტებასთან ახლოს და მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა თუნდაც ამ ხელოვნების მეშვეობით