სხვა როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში? 2015, 11 აგვისტო, 13:16 ყველა ქალის და მამაკაცის ოცნებაა ქათქათა კბილები. ამისთვის დღევანდელ
ცხოვრებაში ბევრი ფულია საჭირო, საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს
გარეთაც. ყველა ადამიანს არ აქვს იმის ნებისყოფა, რომ კბილების მოვლის მიზნით
არ დალიოს ყავა, ჩაი, ღვინო და ა.შ., მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ
პაემნებზეც კი კბილებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, თუ "შავი" კბილები გაქვთ, თავისთავად ღიმილიც არანაირად არ მოგიხდებათ! ჩვენ ამ სტატიაში გაგაცნობთ კბილების გათეთრების 7 მარტივ წესს: 1. კბილების გათეთრება ბანანის ქერქით ბანანის ქერქისგან შესაძლებელია კბილების ემალის გათეთრება. შიგნითა მხარე 1 წუთის განმავლობაში ზედა და ქვედა კბილებზე წაისვით, შემდეგ მოიცადეთ 10 წუთი, ამ ხნის განმავლობაში პირში წყალი არ ჩაიგუბოთ ან არ გამოივლოთ. 10 წუთის შემდეგ მშრალი ჯაგრისით გაიხეხეთ. ერთი თვის შემდეგ შედეგს ნახავთ! 2. ყველი სასრგებლოა კბილებისთვის ყველი კბილებს არ ათეთრებს, მაგრამ კარიესთან ბრძოლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა..რომლის გამოც ემალი მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობას იღებს. 3. კბილების გათეთრება მარწყვით ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი კეტრინ ზეტა-ჯონსი ქათქათა კბილებით გამოირჩევა ჰოლივუდურ სამყაროში. მისი კბილების სითეთრის საიდუმლოებას მარწყვი წარმოადგენს. მარწყვი ასე კარგია კარიესთან ბრძოლისთვისაც. მარწყვისგან შესაძლებელია კბილის პასტის დამზადებაც, ამისთვის საჭიროა ორ მარწყვს, რომ დავუმატოთ კოვზის 1/4 სოდა და მწიკვი მარილი. მიიღებთ ფაფისებურ მასას და კბილების გახეხვასაც ჩვეულებრივ შეძლებთ. 4. ვაშლის ძმარი კბილებსაც გაგითეთრებთ და პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებსაც დაამარცხებს. ნახევარ ჩაის კოვზ ძმარს ამდენივე წყალი შეურიეთ, ჩააწეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები.ერთი თვის შემდეგ კბილის ემალი საგრძნობლად გაგითეთრდებათ. კბილების გახეხვის შემდეგ პირში წყლის გამოვლება არ დაგავიწყდეთ 5. ლიმონის საშუალებით კბილების გათეთრება საუკეთესო კბილის პასტა მზადდება ასევე ლიმონის ცედრისა და სოდის ნარევისგან. ეს არის ძალიან ძლიერი, ამიტომ კვირაში მხოლოდ 1-ხელ უნდა ისარგებლოთ, რათა ემალი არ გაცვდეს. 6. ქოქოსის ზეთის საშუალებით კბილების გათეთრება ქოქოსის ზეთში ჩააწეეთ ბამბა და კბილებზე წაისვით, შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი ამ ხნის შემდეგ, ჯერ გამოივლეთ პირი და შემდეგ ჩვეულებრივი ხერხით გაიხეხეთ კბილები. 7. დაიცავით გრაფიკი გახსოვდეთ, რომ კბილების გათეთრება ძილის წინ ჯობია. 8 საათით მაინც გამორიცხეთ რაციონიდან ყველანაირი საკვები და სასმელი. რეკომენდირებულია დღეში მხოლოდ ორჯერ გახეხვა დილით უზმოზე და ღამით ძილის წინ 1 საათით ადრე. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 556 11-ს მოსწონს
|