x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეცდომა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბანერზე.ვის ეკუთვნის ლექსი "თუ ასე ტურფა იყავი"?
image

ბანერი 2006 წლიდან ჰკიდია ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში, თუმცა თვით ბოტანიკური ბაღის დირექტორმაც არ იცის ვის ეკუთვნის ტექსტი "თუ ასე ტურფა იყავი".


უპირველეს ყოვლისა დირექტორი თამაზ დარჩიძე აქცენტს ტექსტის ინგლისურ თარგმანზე მიუთითებს, რომელიც არ მოსწონს: „არ მომწონს ამ ტექსტის ინგლისური თარგმანი. როგორც ვიცი, ეს სიტყვები
ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის, ან ხალხური შემოქმედებიდანაა აღებული. ეს წარწერა
ჯერ კიდევ 2006 წლიდან არსებობს. მე სულ სამი წელია, რაც დავინიშნე ამ
თანამდებობაზე, კერძოდ, 2012 წლიდან ვასრულებ ჩემს მოვალეობას.“


„დიდი ხანია შესაცვლელია ბაღის ცენტრალური შემოსასვლელის კარიბჭე, ამიტომ
თანდათან ვცდილობთ, შევცვალოთ და უფრო გავალამაზოთ ბოტანიკური ბაღის
იერსახე. აქამდე მიმდინარეობდა სხვადასხვა რეკონსტრუქციაზე ანგარიშების
დათვლა. დღეს დღის ბოლოს ან ხვალ ოფიციალურად გავასაჯაროებთ სატენდერო
პირობებს და გამოცხადდება ტენდერი. ამის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული
კომპანია 25 დღეში გახდება ცნობილი“, – აცხადებს დირექტორი.




რაც შეეხება სიმღერას-(უპირველეს ყოვლისა სიმღერის ტექსტს ლეგენდარული ჰამლეტ გონაშვილის უბადლო შესრულების წყალობით ვიცნობთ).



ლექსის
თავდაპირველი ვარიანტი დაწერა ფშაველმა ივლიტა შავერდაშვილმა (სოფ.
ვერხველი, თიანეთის მუნიციპალიტეტი). ლექსს საფუძვლად უდევს ნამდვილი
ამბავი, ქორწილის წინა დღეს ობოლი ბიჭი გაიწვიეს სამამულო ომში, რომლის
დანიშნულმაც დილით ჩამოიარა და მისი სახლის ღია კარები დაინახა, ეზოში კი
ია ამოსულიყო.



აი თავდაპირველი ვარიანტი:

“თუ აგრე ლამაზი იყავ
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად რომ მთათა გულმკერდი,
ჯერ არვის შაუღიაო.
რა დიდ განძს ჰფარავს საფშავლო,
ვერც ვერვის გაუგიაო?
მეც მიტომ სიყვარულისთვის,
გული არ გამიღიაო.
სახლბინას რა ხეირს მისცემს…
ეზოს კარები ღიაო.
ეგრე მოწყენით დამდგარმა
ნექტარ არ დაიღვრიაო.
თვმდაბალნი სჯობ ლამაზნი,
თავი რად აგიღიაო.
-ეხლა კარგ მებაღე შაგხვდა,
ალერსით გაგაღვიაო,
კარგადაც მოგიგურგურა,
კალთაზეც დაგარწიაო.
თუ აგრე ლამაზი იყავ
რად ვერ გამჩნევდი იაო
იმად რომ სიყვარულისთვის,
გული არ გამიღიაო.”

ივლიტა შავერდაშვილი



თავიდან ეს ლექსი ფანდურზე იმღერებოდა, შემდეგ დიდი სცენაზე პირველად ბათუ კრავეიშვილმა შეასრულა.

შემდეგ კი ჩასწორებული ტექსტით ჰამლეტ გონაშვილმა იმღერა(ნათელა ონაშვილის ვარიანტით)



რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას-"იას უთხარით ტურფასა", რომელსაც საერთო არაფერი აქვს ზემოთ აღნიშნულ ტექსტთან.

image

მგოსანმა ლექსი პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ დაწერა 1903 წელს.


"იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო."

0
1389
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0