x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XV - ბედისწერა და წინასწარმეტყველება

ბედისწერა და წინასწარმეტყველება
ოლივერ კრომველის ხილვა, რომელმაც მისი ბედი განსაზღვრა


ოლივერ კრომველი 1599 წ. 25 აპრილს დაიბადა, არც ისე მდიდარი, მიწათმფლობელის ოჯახში. ზუსტად არის ცნობილი, რომ ჰანტინგდონის სკოლაში სწავლის დროს, ნორჩ კრომველს ხილვა ჰქონდა. ოთახში, რომელშიც ის მარტო იმყოფებოდა, უეცრად ქალი გაჩნდა. მან ოლივერს უთხრა, რომ ოლივერი თავისი ქვეყნის უდიდესი ადამიანი გახდება. “მეფე?" - იკითხა ოლივერმა, მაგრამ ქალი გაქრა. ხილვის შესახებ, პატარა კრომველმა მასწავლებელს უამბო. ამ უკანასკნელმა ის კარგად გაწკეპა, რომ მას ასეთ სისულელეებზე აღარ ელაპარაკა. მაგრამ, ოლივერი არ გაჩერდა და თავისი დანიშნულების შესახებ ბიძას უთხრა. ნათესავი განრისხდა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარი რაღაცეები ოჯახს არცხვენდა და ღალატის ტოლფასი იყო.

დრო მიდიოდა. კრომველი უკვე 30 წლის იყო, წინასწარმეტყველება კი არ სრულდებოდა. ხშირად ის უხილავ ქალს მიმართავდა, რომ მას დაედასტურებინა ნათქვამი. მაგრამ, რადგან ქალი მოსვლას არ ჩქარობდა, ოლივერმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბედი თავადვე “გამოეჭედა".

1628 წ. ის პარლამენტის დეპუტატი გახდა ქ. ჰანტინგდონიდან. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ, მეფემ პარლამენტი დაითხოვა და ოლივერი მისთვის ნაცნობ საქმიანობას - მეცხოველეობას დაუბრუნდა. მაგრამ, წინასწარმეტყველება მოსვენებას არ აძლევდა. ის 1642 წელს ჩაეწერა ამბოხებულების არმიაში, კაპიტნის რანგში და დაიწყო თავდაუზოგავი ბრძოლა მეფის წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ, ის უკვე პოლკოვნიკი იყო და სულ მალე, გენერალ-ლეიტენანტი გახდა. კრომველმა დაუნდობელთა რაზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ისტორიაში “რკინისგვერდიანი მხედრების" სახელით შევიდა. ეს რაზმი და მათი მეთაური ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და ბოლოს, ეს ბრძოლა, რევოლუციით დაგვირგვინდა. ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო კრომველი, თავისი ქვეყნის, #1 ფიგურა გახდა.

მეფე სიკვდილით დასაჯეს
წინასწარმეტყველება შესრულდა. მართალია მეფე არა, მაგრამ ოლივერ კრომველი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა ინგლისში. რაც შეეხება კანონიერ მეფეს, კარლ პირველს, ის 1649 წელს გაასამართლეს და კრომველის ზეწოლით, სიკვდილი მიუსაჯეს.


ნაპოლეონის ბედისწერა


ბევრი ადამიანი დარწმუნბულია, რომ ბედისწერა არსებობს და ცდილობენ წინასწარ გაიგონ, თუ რა ელით მათ მომავალში.

ნაპოლეონ ბონაპარტე წინასწარმეტყველების და მკითხავების სჯეროდა და ხშირად ეკითხებოდა მათ რჩევას. ის ყველაზე მეტად ორი წინასწარმეტყველს ენდობოდა სახელგანთქმულ ფრანგ მკითხავს მარი ლენორმანს და საიდუმლოებით მოცულ “წითელი ადამიანის". პარიზელების აზრით, ეს უკანასკნელი, ადამიანი კი არა, სულ იყო, რომელიც ნაპოლეონს დროდადრო სტუმრობდა.

ნაპოლეონ ბონაპარტი 1769 წ. 15 აგვისტოს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, კუნძულ კორსიკაზე. მას 5 ძმა და 3 და ჰყავდა. კუნძული კორსიკა იტალიას ეკუთვნოდა და ნაპოლეონის დაბადებამდე, ერთი წლით ადრე, საფრანგეთს გადაეცა. ამიტომ კუნძულზე მოსახლეობა იტალიურად საუბრობდა. ნაპოლეონმა ფრანგული ისწავლა და პარიზში გაემგზავრა სწავლის გაგრძელების მიზნით. 1792 წელს მან პარიზის უმაღლესი სამხედრო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთიდან წასვლა გადაწყვიტა, რათა ბედნიერება სხვა ქვეყანაში მოეძებნა. მაგრამ, ვიდრე ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავდა, გადაწყვიტა ცნობილ მკითხავთან, ლენორმანთან წასულიყო. ნაპოლეონმა მისვლის თანავე, ისე რომ თავისი სახელიც კი არ უთქვამს, პირდაპირ ჰკითხა, თუ რა ელოდა მას მომავალში. მკითხავმა პირდაპირ განუცხადა, რომ ახალგაზრდა ოფიცერმა არ უნდა დატოვოს საფრანგეთი და ამის საშუალებას არც მისცემდნენ, მაგრამ ვინ არ გაუშვებდა მას არ უთქვამს. ნაპოლეონი განცვიფრებული იყო იმით, რომ მკითხავმა გაიგო მისი გეგმების შესახებ, წასვლასთან დაკავშირებით და მაშინვე ნდობა გაუჩნდა მის მიმართ. მითუმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მკითხავმა მას სხვა სასიამოვნო ინფორმაციაც მიაწოდა. მისი თქმით, ნაპოლეონი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საფრანგეთის ისტორიაში, ხოლო ქვრივი ქალი მას ბედნიერებას მოუტანდა და ამ უკანასკლენის გავლენით დიდ მწვერვალებს დაიპყრობდა. ლენორმანმა საუბრის ბოლოს ის გააფრთხილა, რომ მას დიდი უბედურება დაატყდებოდა თავს, თუ უმადურობას გამოიჩენდა, ხოლო როდესაც ემშვიდებობებოდა შექსპირის ციტირება მოახდინა: “დიდება შენ, მაკბეტ! შენ მეფე გახდები!".

და წინასწარმეტყველებამ ახდენა დაიწყო. მკითხავთან ვიზიტის შემდეგ, ბონაპარტი იმ არმიის არტილერიის უფროსად დანიშნეს, რომელიც ტულონის გათავისუფლებისთვის იბრძოდა, ინგლისელების წინააღმდეგ. იქ მან შესანიშნავი საომარი ოპერაცია ჩაატარა და ქალაქი ფრანგების ხელში გადავიდა. ამ ბრძოლის შემდეგ, 24 წლის ნაპოლეონი ბრიგადის გენერალი გახდა და ეს მისი თავბრუდამხვევი კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო. ომიდან დაბრუნებული ნაპოლეონი იძულებული იყო კორსიკაზე დაბრუნებულიყო, რადგან საფრანგეთში რევოლუციური ხელისუფლების ხელმძღვანელი რობესპიერი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. საფრთხე მის მომხრეებსაც ემუქრებოდათ, ამიტომ ნაპოლეონი კორსიკაზე დაბრუნდა, სადაც იტალიის არმიის ხელმძღვანელად დაინიშნა. იქ ნაპოლეონმა თავისი პოლიტიკური და სამხედრო ნიჭის დემონსტრირება მოახდინა. ის ავსტრიის არმიას შეებრძოლა, რომელსაც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი ჰქონადა დაპყრობილი და ეს ტერიტორიები იტალიას დაუბრუნა. ხალხი სიხარულით ხვდებოდა მათ განმათავისუფლებელ ჯარს, ხოლო ნაპოლეონის სახელი ევროპაში უკვე ყველამ იცოდა.

ნაპოლეონმა ჟოზეფინა ბოგარნი მანამდე გაიცნო, ვიდრე გამოჩენილი მხედართმთავარი და არმიის ხელმძღვანელი გახდებოდა. ჟოზეფინა საფრანგეთში არ იყო დაბადებული. მისი მშობლები კუნძულ მარტინიკიდან იყვნენ და თავად ჟოზეფინა კრიოლი იყო. ის ფრანგ ოფიცერზე ბოგარნზე იყო გათხოვილი, მაგრამ რევოლუციის დროს მისი ქმარი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ჟოზეფინა ციხეში ჩასვეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს, იმისათვის რომ წარსული დაევიწყებინა და ფული ეშოვა, მოდის სახლი დააფუძნა პარიზში. ის საფრაგეთში ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად ითვლებოდა. სწორედ მაშინ შეამჩნია იტალიის ჯარის ხელმძღვანელმა ახალგაზრდა ქვრივი. 1796 წლის 9 მარტს ჟოზეფინა და ნაპოლეონი დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ქორწინების მიზეზი მხოლოდ სიყვარული არ იყო. ეს ქორწინება ერთგვარ გარიგებასაც წარმოადგენდა, რომლის შდეგად, ჟოზეფინა რევოლუციონერი გენერლის ცოლი გახდა, ხოლო იტალიის არმიის უფროს, საშუალება მიეცა საფრანგეთის ელიტას და მმართველ წრეს დაახლოებოდა, რომლებთანაც ჟოზეფინას ახლო ურიერთობა ჰქონდა (მისი გარდაცვლილი მეუღლე დიდგვაროვანი თავადაზნაური და რევოლუციონერი იყო, რომელიც ყალბი ბრალდების გამო დასაჯეს სიკვდილით). მალე ახალდაქორწინებულები ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ბონაპარტი ეგვიპტეში წავიდა საომრად.


ნაპოლეონი და ჟოზეფინა


ნაპოლეონის წასვლის შემდეგ, საფრანგეთში პოლიტიკური სიტუაცია შეეიცვალა. ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებულმა ჯარებმა, სუვოროვის მეთაურობით, ისევ დაიპყრეს იტალიის ჩრდილოეთი და იმის საფრთხე შეიქმნა, რომ მტერი საფრანგეთშიც შევიდოდა. ნაპოლეონი სასწრაფოდ დაბრუნდა საფრანგეთში, გადატრიალება მოახდინა და ხელისუფლების სათავეში მოექცა. მან რევოლუცია დასრულებულად, ხოლო საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა. 1804 წელს, სენატის გადაწყვეტილებით, ის ოფიციალურად გახდა საფრანგეთის იმპერატორი.

იმპერატორად კურთხევა

დრო გადიოდა და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. 1807 წელს ნაპოლეონმა განქორწინება გადაწყვიტა. ჟოზეფინა წინააღმდეგი იყო. მაგრამ, ბოლოს მაინც დათანხმდა და 1809 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ, ნაპოლეონმა ავსტრიის პრინცესაზე, მარი-ლუიზაზე იქორწინა და მას იღბალმა ზურგი აქცია. ისევ დაიწყო ლენირმანის წინასწარმეტყველებამ ახდენა.

როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, იმპერატორს კიდევ ერთი საიდუმლო მრჩეველი ჰყავდა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ნაპოლეონის იმპერია დაეცემოდა, მასთან შეხვედრა, წითლებში ჩაცმულმა, მაღალმა, მამაკაცმა ითხოვა. ვინც მათ საუბარს ჩუმად მოუსმინა, გაიგო რომ იმ კაცმა მესმედ და საბოლოოდ გააფრთხილა იმპერატორი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. პირველად ასეთი გაფრთხილება 1789 წელს, პირამიდებთან ბრძოლის წინ მიუღია, მეორე - 1809 წელს. ნაპოლეონს ამ გაფრთხილების თანახმად, ყოველგვარი სამხედრო მოქმედება ოთხ წელში უნდა დაემთავრებინა. მაგრამ, ამის ნაცვლად, მან 1812 წელს სამხედრო კამპანია წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. და მესამედ, წინასწარმეტყველი მასთან 1814 წელს მივიდა, ანტიფრანგული კოალიციის გაერთიანებული ჯარების პარიზში შესვლამდე. მაგრამ, ნაპოლეონს ამ გაფრთხილებამაც ვერაფერი უშველა. ის მხოლოდ ჯარების ქალაქში შესვლის შემდეგ გადადგა და ტყვედ აყვანილი ნაპოლეონი კ. ელბაზე გადაასახლეს. მაგრამ, დაბრუნდა და 1815 წელს საფრანგეთის ტახტიც დაიბრუნა. ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ, ის მეორედ გადადგა და ის წმ. ელენეს კუნძულძე გადაასახლეს.

წინასწარმეტყველებისა და გაფრთხილევის მიუხედავად, ნაპოლეონმა მაინც ვერ შეცვალა საკუთარი ბედისწერა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები მარტოობაში გაატარა.



ლინკოლნის წინათგრძნობა - ამერიკის მე-16-ე პრეზიდენტი და სულები


ამერიკელები სამართლიანად უწოდებენ აბრაამ ლინკოლნს ქვეყნის ყველაზე დიდ პრეზიდენტს. ის იყო გენიალური ორატორი, მან გააერთიანა ქვეყანა და გააუქმა მონობა. მის გადაწყვეტილებაზე, ხშირ შემთხვევაში, გავლენას ახდენდა სპირიტული სიანსების დროს, სულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის მეუღლე, მერი ტოდი გატაცებული იყო სპირიტიზმით, ხოლო ლინკოლნი, უცნაური მოვლენებისადმი, ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა.


უდიდესი პრეზიდენტი


ერთხელ მან სარკეში თავისი ორმაგი გამოსახულება დაინახა. მეორე ძალიან ფერმკრთალი იყო და მალევე გაქრა. მეუღლემ ნანახი შემდეგნაირად აუხსნა: მისი თქმით, ლინკოლნი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს უნდა მომკვდარიყო. სიკვდილამდე 10 დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა, დღიურში თავისი წინასწარმეტყველური სიზმრის ჩანაწერი გააკეთა: მან საკუთარი თავი, თეთრ სახლში, ყველასგან მიტოვებულ მდგომარეობაში დაინახა. ის გარეთ გავიდა და კატაფალკა დაინახა, რომელზეც მიცვალებული იყო დასვენებული. მის ირგვლივ ჯარისკაცები იყვნენ და უამრავი ხალხი ირეოდა. “ვინ მოკვდა?" - შეეკითხა ის ერთ ჯარისკაცს. “პრეზიდენტი." - იყო პასუხი და შემდეგ დაამატა - “მოკლეს".

მეორე დღეს, ლინკოლნმა თავისი მკვლელობის სცენა ნახა სიზმარში და ამის შესახებ, თავისი დაცვის უფროსს უთხრა. თუმცა სიზმარმა არ გადააფიქრებინა მას თეატრში წასვლა, სადაც მკვლელის ტყვია ელოდებოდა.


2
839
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
839
  
2015, 11 აგვისტო, 13:51
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
2015, 11 აგვისტო, 11:56
საოცრად კარგი სტატიაა, ბრავო!
0 1 2