x
როგორ გამოვააშკარავოთ მატყუარა ჟესტებზე დაკვირვებით
მატყუარას გამოაშკარავებისთვის საჭიროა მის ჟესტებსა და ქცევაზე დაკვირვება. ამისათვის საჭიროა იცოდეთ, სულ რაღაც 7 ჟესტიკულაციური შეცდომა, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ ტყუილის თავიდან აცილებაში.


image
1. შეამოწმეთ ოფლიანობა: როდესაც ადამიანი იტყუება, ის ოფლიანდება. გულისცემასთან ერთად, პოლიგრაფი ოფლიანობასაც ამოწმებს. მიუხედავად ამისა, ოფლიანობა არ არის ტყუილის სანდო ნიშანი. გაოფლიანება შეიძლება ნერვიულობამ, სირცხვილმა ან სხვა რამემაც გამოიწვიოს.

image
2. დაუკვირდით თავის დაქნევის შესაბამისობას: მაგ: თუ ადამიანი ამბობს, რომ რაღაც გააკეთა და ამ დროს თავს გაიქნევს უარყოფის ნიშნად და შემდეგ თანხმობის ნიშნად, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იტყუება. ასევე იგი ცრუობს იმ შემთხვევაშიც, თუ დაიწყებს ყოყმანს თავის დაქნევამდე.

image
3. დაუკვირდით მოსაუბრის მოძრაობას: თუ მოსაუბრე ძალიან წრიალებს, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ იგი იტყუება. მატყუარას ეშინია გამოაშკარავების და ამ შიშს წრიალით იხშობს.


image
4. დაუკვირდით მოსაუბრე ხომ არ იმეორებს თქვენს ჟესტებს: როდესაც ადამიანი იტყუება, ის იმის ჟესტებს იმეორებს, ვისაც ესაუბრება, იმიტომ რომ თავის ნათქვამში დაარწმუნოს.

image
5. დაუკვირდით მოსაუბრის ყელს: როდესაც ადამიანი იტყუება, მას ყელი უშრება და ხშირად ყლაპავს ნერწყვს. ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი, რაც იწვეევს ნერწყვის დაპატარავებას და გადაყლაპვის დროს მკვეთრად ჩანს ყელზე.

image
6. დაიკვირდით მოსაუბრის სუნთქვას: როდესაც ადამიანი იტყუება, ის უფრო სწრაფად და ღრმად სუნთქავს. ხშირი სუნთქვის გამო გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას.

image
7. დაუკვირდით მოსაუბრის კიდურების მოძრაობას: როდესაც ადამიანი თავისუფლად ლაპარაკობს და არ იტყუება, მაშინ არ უკვირდება თავისი კიდურების მოძრაობას. მაშინ, როცა იტყუება, დაძაბულად მოძრაობს. ასევე დაუკვირდით ხელის მოძრაობას. თუ ხელს კისერზე მოისვამს, ესეიგი იტყუება. ასევე ტყუილის ნიშანია თმით თამაში და მსგავსი ქმედებები.

1
301
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ბლიაძე
ნანო ბლიაძე
301
  
2015, 12 აგვისტო, 18:05
კარგია :)
0 1 1