კერძები ფრინველის ხორცისაგან მოგბეზრდათ ქამთის ტრადიციული კერძები? სცადეთ ასე! 2015, 9 აგვისტო, 20:41 მასალა:
ცალკე ქვაბში მოვხარშოთ სპაგეტი და გადავწუროთ.წვრილად დავჭრათ ხახვი და მრგვლად დავჭრათ ბულგარული წიწაკა. ჩავყაროთ ქათმის შენაწვავ ცხიმში და ვშუშოთ. კარგად რომ მოიშუშება დავასხათ წინასწარ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი, ჩავაჭყლიტოთ ნიორი და ერთად ვადუღოთ 5-7 წუთი.შემდეგ ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული სპაგეტი, ჩავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ბოლოს ჩავაწყოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები და გადმოვიღოთ გაზქურიდან. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი. ასე მომზადებული ქათამი წლის ნებისმიერ სეზონზე გამოგადგებათ, რადგან მისი მირთმევა ცხელ კერძადაც კარგია და ცივადაც. 5570 13-ს მოსწონს
|