x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ლამბორჯინის 15 საიდუმლო, რომელიც დღემდე არ იცოდით!
ავტომობილების წარმოება ლამბორჯინიმ თავდაპირველად ტრაქტორებით დაიწყო!

არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ლამბორჯინი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი

ყველაზე ძვირადღირებული და საუკეთესო მანქანა იქნებოდა! ამ გეგმის შესრულება

ძალიან რთული იყო.



ამ სტატიაში გაგაცნობთ ლამბორჯინის 15 საიდუმლოს, რომელიც დღემდე არ იცოდით!


image


1. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იტალიელი Ferruccio Lamborghini

სანტა აგატაში დაბრუნდა და შექმნა პირველი ლამბორჯინის მანქანა.

პირველი ლამბორჯინი იყო ტრაქტორი!


image



2. ლამბორჯინის წარმატება დამოკიდებულია, ფერარის წარუმატებლობაზე.

როდესაც Ferruccio Lamborghini-მ შეიძინა ფერარის ავტომობილი, ძალიან

გაუცრუვდა იმედი ავტომობილებზე, მითუმეტეს პოპულარულ ფერარიზე.


image


მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას Ferruccio Lamborghini ძალიან დიდ

ინტერესს იჩენდა ავტომობილების ძრავებზე, არ არსებობდა ძრავა, რომელსაც ვერ

შეაკეთებდა. მის ამ წარმატებას და განსაკუთრებულ ნიჭს ყველა ხედავდა,

ეს ყველაფერი Ferruccio Lamborghini-სთვის სიამაყეს წარმოდენდა.


image


ამ წარმატებებმა დასაბამი მისცა დღევანდელ სუპერ ავტომობილს, ლამბორჯინის!


image



3. წარმოებულ პირველ ლამბორჯინის ძრავიც არ ეყენა!


ტურინის ავტოშოუზე წარმოდგენილ პირველ ლამბორჯინის ძრავი არ ჰქონდა,

რადგან Ferruccio-მ ავტოშოუზე წარმოდგენამდე ვერ მოასწრო ძრავის ჩაყენება!


image


ეს შემთხვევა, რომ არ გახმაურებულიყო, კომპანიამ ძრავის კარობკაზე

ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები დაალაგა, რათა არ გამოჩენილიყო ძრავის

ჩასაყენებელი ადგილი!


image



4. 1960-იან წლებში "მიურა" ყველასთვის საოცნებო მანქანა იყო!


55 წლის წინ ლამორჯინის პირველი სუპერმოდელი იყო მიურა. ეს მოდელი ჰყავდათ ძალიან მდიდრებს. ესენი იყვნენ:

რობ სტიუარტი, ფრენკ სინატრა, დენ მარტინი.


image


ფრენკ სინატრას ბრძნული გამონათქვამი ლამბორჯინის შესახებ:


"თუ გინდათ რომ იყოთ კაცი, მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ ფერარი,

მაგრამ თუ ხართ უკვე კაცი, ესეიგი თქვენ გყავთ ლამბორჯინი!"


image


5. იტალიის პოლიცია სარგებლობს ლამბორჯინით!


2005 წლიდან იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, პოლიციის ავტომობილებს

ლამბორჯინი გალარდოს დამატებაც. ეს მოდელი მალევე მოწინავე გახდა სხვა

მოდელებთან შედარებით, ავტომობილი ასევე გამოირჩეოდა სისწრაფით და

ძლიერი ძრავით. 2005 წლიდან იტალიაში ავტომობილის ქურდობა და საგზაო

წესების დარღვევა 35 % შემცირდა! ეს ყველაფერი ლამბორჯინი გალარდოს

დამსახურებაა!


image



6. ავენდატორის დიზაინი "ბუნებისგან იქნა შთაგონებული"!


ყველამ ვიცით, რომ ბუნების შთაგონებისგან ძალიან ბევრი ავტომობილი, მატარებელი,

თვითმფრინავი და სხვა ძალიან ბევრი ტექნოლოგიებია შექმნილი.


image


ავენდატორის დიზაინიც პატარა მწერების შთაგონებითაა შექმნილი!


image



7. მურჩელაგოს ახალი საიდუმლო!


ლამბორჯინი მურჩელაგოს ახალი ვერსია არის მურჩელაგო sv


image


ავტომობილის დიზაინისთვის 130 კაცი მუშაობდა. მურჩელაგო sv ნიშნავს-

სუპერ-სწრაფ ავტომობილს! ამ ახალ მოდელს ყველაფერი დაკარბონებულია,

გარდა კარების და ჭერისა.


image


8. ლამბორჯინის ლოგო სინამდვილეში ჰოროსკოპის სიმბოლოა!


Ferruccio Lamborghini-მ ავტომობილის მარკად თავის ჰოროსკოპის სიმბოლო

დააყენა. თავად Ferruccio Lamborghini იყო ჰოროსკოპით კურო, ამიტომ

ლამბორჯინის ყველა მოდელს კუროს სახელები ჰქვია: Miura, Gallardo, Diablo, Murcielago.


image



9. რას ნიშნავს სინამდვილეში Countach argo?


ბერტონეს დიზაინერმა პირველად რომ ნახა ეს მოდელი, ძალიან გაოცდა!

გაოცებულმა ბერტონემ ეს სიტყვები წარმოსთქვა: "აუ ნახე ეს რა მაგარი რამეა"

ანუ მოკლედ Countach! არადა სიანმდვილეში ავტომობილის მოდელს არგო ერქვა,

მაგრამ დიზაინერის ამ სიტყვების შემდეგ, ავტომობილს

lamborghini countach argo -შეარქვეს.


image


10. Lamborghini Veneno Roadster


ამ ავტომობილს ასევე ავტომობილების მეფესაც ეძახიან. მოდელის მხოლოდ

9 ცალი არის წარმოებული, ხოლო ფასი 4, 5 მილიონი დოლარი, რაც იმას

ნიშნავს რომ Lamborghini Veneno Roadster-ი მსოფლიოს ყველაზე

ძვირადღირებული ავტომობილია.


image


11. არსებობს ავენდატორის მოდელის ნავიც!


ყველა ოცნებობს, რომ ხმელეთზე იმოგზაუროს ლამბორჯინი ავენდატორით,

მაგრამ ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ წყალშიც ავენდატორით ემოგზაურა.

ლამბორჯინიმ ბევრს ეს ოცნებაც აუსრულა და წარმოებულ იქნა

ავენდატორის კატარღა! კატარღის ფასია: 1 300 000 $


image


12. ლამბორჯინის ტარების კურსები!


ლამბორჯინის ზამთრის აკადემიამ შესანიშნავი ტარების კურსები გახსნა,

ლამბორჯინის მოყვარულებისთვის. შესანიშნავი 700 ცხენის ძალის

გამოცდა უკვე შესაძლებელია ალპების მთებში!


image


13. ყველაზე სწრაფი ლამბორჯინი!


მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლამბორჯინი არის Muricelago R-GT, რომელიც

საათში 370 კილომეტრს ავითარებს.


image


14. ლამბორჯინი შეისყიდა Volkswagen AG-ს კომპანიამ!


ლამბორჯინი თავდაპირველად დამოუკიდებელი კომპანია იყო.

1998 წელს კომპანია Volkswagen-მა შეიძინა.

დღეს ლამბორჯინის Volkswagen-ზე 25 ჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს!


image


15. ტონი სტარკმაც ლამბორჯინის მიბაძა!


რკინის კაცის ცნობილი მსახიობი ტონი სტარკი, დღეს ასევე ლამბორჯინის კომპანიაში

მუშაობს, ის ძრავების შეკეთებაზე მუშაობს, როგორ Ferruccio Lamborghini!


image





ეს იყო ლამბორჯინის 15 საიდუმლო. Ferruccio Lamborghini-მ მისცა ავტომობილს

დასაბამი და მისი წარმოება გააგრძელა რკინის კაცის ცნობილმა მსახიობმა

ტონი სტარკმა. როგორც ხედავთ ამ სოაცნებო სუპერ-ავტომობილს მხოლოდ

ორი დიზაინერი ჰყავს თავის ისტორიაში. მომავალში ლამბორჯინი

კიდევ აპირებს ავტომოყვარულებისა და ლამბორჯინის მოყვარულების გაოცებას!


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
2401
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2401
  
2016, 6 იანვარი, 16:42
რამდენიმე შენიშვნას შევიტანდი, ლამბორგინი და არა ლამბორჯინი, იტალიურ ენაში G რომელსა H უწერია იკითხება როგორც "გ", და H გარეშე ზრი "ჯ", ასევე ფერარის წარუმატებლობა არაფერ შუაშია, ფერუჩიომ როდესაც ფერარი იყიდა "სცეპლენია" არ მოეწონდა და ენცოს უსაყვედურა, ამ უკანასკნელმა ირონიულად მიუგო, რომ თავისი ტრაქტორებისთვის მიეხედა რადგან მანქანების არაფერი გაეგებოდა, გაბრაზებულმა ფერუჩიომ დაშალა ფერარი (250GT) და აღმოაჩინა, რომ ნაწილები, რომლითაც ფერარი იყო აწყობილი იმ მწარმოებლების იყო რომელსაც ტრაქტორებში იყენებდა, გადაწყვიტა სპორტქარების აწყობა და ხედავთ როგორც გამოუვიდა, ეს მოდელი იყო Lamborghini 350GT. ასევე რაც შეეხება ხარებს, კი იყო კურო, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი მას ძალიან უყვარდა კორიდა და ამიტომ გადაწყვიტა ხარების სახელები დაერქმია, Diablo ეშმაკს ნიშნავს მაგრამ ხარს ერქვა, Murcielago - ასევე ხარის სახელია, რომელიც დამარცხდა კორიდაზე, არ მოკლეს და შეიწყალეს და კიდევ არ მახსოვს - პრინციპში კი გიწერია მაგრამ დაზუსტება არ იქნებოდა ურიგო, ისე კარგი იყო, ძალინ მომეწონა როგორც ლამბოს ფანს, ფერარზე დიდად არ ვგიჟდები :D
2015, 10 აგვისტო, 13:53
მადლობა :D კაი გოგო ხარ
2015, 10 აგვისტო, 13:52
ძალიან საინტერესო იყო! გავაზიარე :დ
0 1 3