x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ყიდულობენ ხალხს თუ ნებით შედიან ქართულ ოცნებაში ? !!!

imageამ უკნასკნელი მოვლენების შემდეგ უამრავი გაურკვეველი კითხვა ჩნდება ქართული ოცნების მიმართ, რაც შეეხება უკანასკნელი მოვლენების შესახებ უდიდესი მითქმა მოთქმა მოჰყვა ქართულ მოსახლეობაში, რატომ იმუქრებოდა ბატონი ბიძინა რომ დაანგრევდა მშვიდობის ხიდს? ან თუნდაც ქუთაისის პარლამენტს? ამ გამოსვლამ ძალიან ცუდად იმოქმედა თვით ბატონი ბიძინასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებზე, იმის მიუხედავად რა განცხადებები გაკეთდა ვცდილობთ ახსნა მოვუძებნოთ ამ განცხადებებს, ნუთუ მართლა შეიძლება დაანგრიო ხიდი რომელზედაც მილიონები დაიხარჯა? ნუთუ მართლა დაანგრევს ბატონი ბიძინა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? პარლამენტის თემა კი სავარაუდოდ მართლაც სადავო გახდება ბატონი ბიძინას სახელწმიფოს სათავეში მოსვლის შემთხვევაში, მიუხედავად ამ ნეგატიური განცხადებებისა თანდათან მატულობს რიცხვი იმ ადამიანებისა ვინც თამამდ აცხადებს რომ სურს გაწევრიანდეს ქართულ ოცნებაში და მართლაც ხედავს ამ პოლიტიკურ კოალიციაში საქართველოს ნათელ მომავალს. ამ ბოლო დროს ალბათ ბევრი სატელევიზიო არხის მეშვეობით იხილავდით თუ რამდენი ცნობილი ადამიანი შედის ქართულ ოცნებაში, ალბათ ბევრი ხედავთ რაოდენ ცნობილი ადამიანები მიდიან ქართულ ოცნებაში რომ მისი სრულუფლებიანი წევრი გახდნენ, მაგრამ საკითხი ასეთი ისმება!!! ქართული ოცნებიდან მათ რაიმე სახის შემოსავალი აქვთ? ნუთუ იმდენი უსინდისო ქმედებაც დასაშვებია რომ ბატონი ბიძინას კოალიციამ გაბედოს და იყიდოს ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიცაა, კახი კალაძე, ზვიადაური და მრავალი სხვა რომლებიც სიხარულით აცხადებენ რომ გაწევრიანდნენ ქართულ ოცნებაში, რათქმაუნდა ეს თითოეული ადამიანისთვის თავისუფალი თუმცა საკმაოდ სახიფათო არჩევანია, როგორც უკანასკნელი კადრებიდან გამომდინარე ვასკვნით, მსგავსი რამ, რომ ქართული ოცნება ცდილობდეს ვინმეს ფულით ან რაიმე სახის ქრთამით ყიდვას ეს სრულიად გამორიცხულია რადგან კარგად გვახსოვს როგორი ამბავი ატყდა როდესაც ოდნავ მოზრდილი შემოწირულობაც კი მიიღეს ამა თუ იმ კერძო თუ იურიდიული პირისაგან და როგორ გგონიათ მსგავს ფაქტს ვინმე გამოუვლენელს დატოვებდ? მაშინ როდესაც ცდილობენ რაიმე შეცდომაზე დაიჭირონ ქართული ოცნების წარმომადგენლები? და მეთაურები? არამც და არამც, როგორც აღმოჩნდა და როგორც დავასკვენით, თურმე მართლაც და პატრიოტული გრძნობით მიდის ხალხი მართლაც და ნამდვილი ოცნებით, წრფელი გულით და მთელი მოწადინებით, ქართული ოცნებისაკენ, მე პირადად მჯერა როდესაც ამბობენ : ვხედავ როგორ მემხობა ქვეყანა თავზე, ვხედავ როგორ გაგვხადეს ის რაც გვეცვა, ვხედავ როგორ უკვდება ადამიანს შიმშილით შვილი, ვხედავ როგორ ვითვლით ლიტრებს ბენზინ გასამართ სადგურებზე, ვხედავ როგორ ცვლიან კონსტიტუციას ისე როგორც მათ გაუხარდებათ (დიდი და მისი გუნდი) და რათქმაუნდა თუ კი მათი საწინააღმდეგო გაქვთ რამე და თან თუკი ამას ცოტაარიყოს და ხმამაღლად გამოხატავთ, რათქმაუნდა, გაიღიმეთ თქვენ საქართველოს სრულუფლებიანი მოღალატე და გამყიდველი ხართ და არც გამორიცხოთ რომ თქვენ ან ერთი ჩემოდანი ჰეროინი ან სუბოტექსი აღმოაჩინოთ საკუთარი ავტომობილის საბარგულის ქვეშ, როცა რომ გაჩვენონ ვერც კი იცნობ ეს წამალია თუ ჭადის ფქვილი პაჭკებში გახვეული. ფრთხილად ! კონსტიტუცია მოქნილია და თან ბრუნვადი, ფრთხილად არ შემოგიტრიალდეს ცუდად როცა თავისუფალი აზრის დაფიქსირებას ცდილობთ და მართლაც ქართული ოცნებისაკენ მიისწრაფვოდეთ.

1
152
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტოპი
ტოპი
152
  
0 1 1