x
image
პერსეპოლისი
როდის გახდება მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" მწვრთნელების ვინაობა ცნობილი?

მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მუსიკალური პროექტის “The Voice” ახალი სეზონი მაყურებელს იმედის არხზე 2015 წლის ახალი სეზონიდან დაუბრუნდება. ბრმა
კასტინგები კი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, რომელსაც სეზონის დასაწყისში
ვიხილავთ. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, რომელთა ვინაობის გამხელასაც ტელეკომპანია „იმედი“ არ ჩქარობს, ჯერ კიდევ უცნობია. რაც ერთგვარად მაყურებელთა პასიურობის ბრალია. კონკრეტულად კი, პროექტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სიახლე, რომლის ყოველ 5000 ფეისბუქმომხმარებლის მოწონების შემთხვევაშიც ცნობილი გახდება პროექტის მწვრთნელის ვინაობა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 17 საათის განმავლობაში აღნიშნულ სიახლეს მხოლოდ 403 მოწონება დაუგროვდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლებელია მწვრთნელების ვინაობა პირდაპირ სეზონის დაწყებისას გახდეს ცნობილი....


image


მუსიკალური პროექტი გამორჩეულია იმით, რომ არ არსებობს მკაცრი ჟიური, დაცინვა და ირონია. მწვრთნელები შოუს ფორმატის – ფარული აუდიენციის (მოსმენის) მეშვეობით შექმნიან თავიანთ რჩეულთა გუნდს– მხოლოდ ხმის ტემბრისა და ვოკალური მონაცემების გათვალისწინებით და არა ვიზუალით. თითოეული მწვრთნელი მაქსიმალურად დაიხარჯება, მისი რჩეული გუნდიდან ნამდვილი ტალანტის გამოსავლენად.

„The Voice” მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მუსიკალური მეგა პროექტია, რომელმაც მრავალ ქვეყანაში აღიარება უკვე მოიპოვა. მათ შორის არის საქართველო, სადაც პროექტმა უამრავი მაყურებელი შეიძინა.

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0