x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
გაბრიელ ბატისტუტა

imageგაბრიელ ბატისტუტა-დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს ქალაქ აველიანედაში. ზუსტად ამ პატარა ქალაქიდან, და არა რეკონკისტიდან, რომელთანაც მჭიდროდ არის დაკავსირებული მისი ცხოვრების გზა, იღებს სათავეს ლეგენდა. ის მდიდარია, ლამაზი, ცნობილი, მისი შურთ მამაკაცებს და ის არის სასურველი ქალებისათვის. მაგრამ, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ის ოდესღაც იყო ახალგაზრდა, უცნობი საზოგადოებისათვის და ღარიბი. მისი ცხოვრება, როგორც ყველა ჩვენგანის დროდადრო იყო მძიმე, სავსე მწუხარებით და გაურკვევლობით. მიუხედავად ამისა მას ბედის დარტყმები ღირსეულად გადაჰქონდა.image
გაბრიელი არსდროს მიდის დათმობაზე, ის ცდილობს ცხოვრებისგან მიიღო ყველაფერი, იმისდა მიუხედავად თუ რა წინააღმდეგობები შეხვდება წინ. შეუცნობელს ის იღებს, როგორც გამოწვევას, რომელიც უნდა დაიპყრო. ის რასაც წარმოადგენს ამჟამად გაბრიელი და ყველაფერი, რაც მას გააჩნია არის მისი მუშაობის შედეგი.მისი ბავშვობა მიედინებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული და მოსიყვარულე პიროვნების და მისი მამის ოსმარას და "ნინო" მელჩოსას მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ბატის გარშემორტყმული იყო სიყვარულით დედისაგან გლორისგან, რომელთანაც მან ბოლომდე შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი "ელ გრინგოს" (ეს მეტსახელი მან შეღებილი თმის გამო მიიღო) ბავშვობა უშფოთველად მიმდინარეობდა, მასზე გავლენა არ მოუხდენია იმ მძიმე პერიოდს, რომელსაც განიცდიდა ოჟახი არგენტინაში ეკონომიკური კრიზისის დროს. ცხოვრებით დატკბობა და სიყვარული განუყოფელი გახდა მისი ნატურისთვის ბავშვობიდან. კიდევ მას უყვარდა ოცნება და ყოველთვის სჟეროდა, რომ მისი imageცხოვრების წიგნში ჩაიწერებოდა მისი ბრწყინვალე მომავლის ხაზები. ვინ იცის იქნებ სწორედ ეს იყო საზიზღარი იხვის ჭუკის გარდაქმნის ძირითადი ელემენტი, რომელსაც კიდევ ერთი ზედმეტი სახელი "ელ გორდო" ერქვა (ესპანურად მსუქანა, ზედმეტი წონის გამო რომელიც ძალიან აწუხებდა ბატის ბავშვობაში), ფეხბურტის ჩვენი დროის სუპერვარსკვლავს.

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0