x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
დასაჭურისება

imageკასტრაცია (დასაჭურისება) არის პროცესი, რომლის შედეგადაც ხდება
სათესლეების ან საკვერცხეების ფუნქციის დაკარგვა. კასტრაცია შეიძლება
მოხდეს, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში სხვადასხვა გზით ქიმიური,
ქირურგიული ან სხვა მეთოდით. კასტრაციას სხვადასხვა ეპოქაში და კულტურაში
განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. ზოგჯერ ის იყო ნებითი, ზოგჯერ
ძალადობრივი. ნებითი კასტრაცია ხშირად გამოიყენებოდა რელიგიური
მიზნებისთვის. კასტრირებულ მამაკაცებს ხშირად ტექსტებში ევნუქებად
(საჭურისი) მოიხსენიებენ. ქალების კასტრირება შედარებით იშვიათია და მას
მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული დატვირთვა არ აქვს, გამოიყენება მენჯის ღრუს
სხხვადასხვა პათოლოგიების დროს ძირითადად სიმსივნეების ამოკვეთსას
ამოკვეთენ საკვერცხეებსაც (ბილატერალური სალპინგო ოოფორ ექტომია), რის
შემდეგ ქალი უნაყოფო ხდება.
image

კაცების კასტრაცია ძველი დროიდან ცნობილია და ხდებოდა სხვადასხვა
მიზნებისთვის: რელიგიური, მოწინააღმდეგეზე გამარჯვების აღსანიშნავად,
დასჯის მიზნით და ა.შ. მაგ. ოსმალეთის იმპერიაში ჰარამხანებში ხშირად
ამუშავებდნენ ევნუქებს (კასტრირებულ მამაკაცებს), მაშინ როცა ჰარამხანა
სხვა კაცებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ძველ ჩინეთში კრიმინალების
დასჯის ერთ-ერთი საშუალება იყო კასტრაცია, კასტრირებული ბიჭები ხშირად
იყვნენ მონები და ხდებოდა მათი ყიდვა-გაყიდვა გაჩუქება(შუა აღმოსავლეთში
მე-10- მე- 13 საუკუნეებში ზანგი მონების უმეტესობა კასტრირებული იყო).

ძველ დროში კასტრაცია ხშირად ასოცირებული იყო მამაკაცის გენიტალიების
ტოტალურ მოკვეთასთან (პენისის ჩათვლით), ეს პროცედურა იმდენად მაღალი
რისკების მატარებელი იყო, რომ ხშირად ლეტალურად სრულდებოდა. ოპერაციის
ძირითად გართულებას წარმოადგენდა სისხლდენა, თუ ამას გადაურჩებოდა
ადამიანი, მაშინ ინფექციები, ვინაიდან ოპერაციის და მის შემდგომ
ასეპტიკა/ანტისეპტიკის დაცვა ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

ზოგიერთ გაჭირვებულ რეგიონებში კასტრაციას იყენებენ, როგორც
კონტრაცეფციის საშუალებას. კასტრაციის შედეგად მამაკაცის სექსუალური
ლტოლვა, შესაძლებლობები, პოტენცია, ფიქრები, ქცევა მკვეთრად იცვლება.
დღესდღეობით კასტრაციას იყენებენ ტრანსგენდერებიც, რომელთაც არ სურთ
საკუთარი (ბიოლოგიური) სქესით ცხოვრება, ეს პროცედურა ხშირად ასოცირებულია
სქესის შეცვლის ოპერაციასთან.
ევნუქები (საჭურისი) – კასტრირებული მამაკაცები ხშირად იყვნენ
შავკანიანი მონები. მათ კასტრაცია ხდებოდა ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში,
დაახლოებით სქესობრივი მომწიფების ასაკის დადგომისას. კასტრაციის
პროცედურის დროს ბიჭების 90 % იღუპებოდა სისხლდენით ან სხვადასხვა მძიმე
ინფექციებით. შავკანიანების დასაჭურისება ხდებოდა იმ ძირითადი მიზეზით,
რომ თითქოს მათ დაუოკებელი სექსუალური „მადა“ ჰქონდათ, თუმცა ეს სწორი
შეხედულება არ არის რათქმაუნდა.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ზოგჯერ ასაჭურისებდნენ იმ ადამიანებს,
რომლებიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, ეს ქმედება
იმით აიხსნებოდა, რომ პროცედურის შემდგომ დაქვეითდებოდა მათი ლიბიდო და
ისინი საზოგადოებას და ნორმალურ სოციალურ აქტივობას დაუბრუნდებოდნენ, თუმცა
ამ მიზნით კასტრაცია საკამათა როგორც სამედიცინო (ეფექტურობის) ასევე
ეთიკური კუთხით.
ქრისტიანობის განვითარების ადრეულ ეტაპზეც საკმაოდ გავრცელებული იყო თვითნებური დასაჭურისება ცოდვებისგან თავის აცილების მიზნით.
თუ მამაკაცის კასტრაცია მოხდება სქესობრივ მომწიფებამდე მას ექნება:image


შედარებით მაღალი ტონალობის ხმა (ქალთან მიმსგავსებული);სხეულის მუსკულატურის განუვითარებლობა;მცირე ზომის გენიტალიები (პენისი)შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საშუალო სიმაღლის მამაკაცი (რადგან
ტესტოსტერონის არომატიზაცია ხდება პერიფერიაზე ცხიმოვან ქსოვილში
ესტროგენებად, ესტროგენები კი ხურავენ ძვლების ეპიფიზებს. ასეთ მამაკაცებს
აქვთ ნაკლები ტესტოსტერონი, ნაკლები ესტროგენები, სამაგიეროდ გვიან
ეხურებათ ძვლების ეპიფიზები რაც განაპირობებს სიმაღლეში ზრდის პოტენციალს.
).სექსუალური ლტოლვის სიმცირე/არქონა.
კასტრირების შედეგები (გავლენა) ზრდასრულ ასაკში:
ლიბიდოს დაქვეითებაუნაყოფობაარ იცვლება ხმახასიათის ცვლილება (ზოგ შემთხვევაში), ადამიანი (მამაკაცი ) შეიძლება გახდეს უფრო დეპრესიული ან უფრო მშვიდი.სხეულის კუნთების მასა და ძალა მცირდებაკასტრაცია ახდენს მამაკაცური ტიპით სიმელოტეს თუ მანამდე მოხდა სანამ
თმის ცვენა დაიწყებოდა. შემდგომი დასაჭურისება არ აღადგენს გაცვენილ
თმებს.კასტრირებული მამაკაცები ცხოვრობენ საშუალოდ 14 წლით მეტ ხანს, ვიდრე დანარჩენები.

0
2367
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
2367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0